შემოგთავზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, კვერცხის მიქსტურას, რომელიც მწვავე ხველის მკურნალად მოგევლინებათ. ბებიაჩემი ამბობდა, რომ ამ საოცარი საშუალებით უძლიერეს ბრონქიტსაც კი ვკურნავდიო.
დიდი დრო გავიდა, მაგრამ ბებიასეულ გამოცდილებას დღესაც აქტიურად ვიყენებ და მიქსტურა ბევრ მედიკამენტს მირჩევნია, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტები ნატურალურია, ამავე დროს უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მედიკამენტები კი ქიმიური შემადგენლობით არის დატვირთული და ეფექტთან ერთად სხვა ბევრი უკუჩვენებაც ახლავს.
უძლიერესი სამკურნალო საშულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კვერცხის გული 1 ცალი
- რძე 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- სოდა ¼ ჩ. კ.
მომზადების წესი:
რძე აადუღეთ და შემდეგ დაამატეთ კარაქი და თაფლი. კვერცხის გული და სოდა კარგად ათქვიფეთ და რძის ნარევს დაამატეთ. სამკურნალო საშუალება თბილ-თბილი დალიეთ.
ხველა, ბრონქიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი – დაავადებები, რომლთა მკურნალად უძლიერესი სამკურნალო საშუალება გვევლინება.
ნუ დააყოვნებთ, მოამზადეთ უძლიერსი სამკუნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.