ოპტიმალური წვა: რა სიჩქარე უნდა შევინარჩუნოთ საწვავის დასაზოგავად

გამოცდილმა მძღოლებმა კარგად იციან, რომ სიჩქარის რეჟიმი გავლენას ახდენს სვლის დროს გამოყენებული საწვავის მოცულობაზე. აქედან გამომდინარეოს კითხვა, თუ როგორია მოძრაობის ოპტიმალური სიჩქარე იმისთვის, რომ სწრაფადაც ვიმოძრავოთ და საწვავიც დავზოგოთ. ვეცდებით, ახლა ამ კითხვას ვუპასუხოთ.

სწორად შერჩეული სიჩქარის რეჟიმი საწვავის ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. სტატისტიკის მიხედვით, საჭირო სიჩქარის შენარჩუნების შემთხვევაში, საწვავის ხარჯი 20%-ით მცირდება ქალაქში, ხოლო მაგისტრალზე – 30%-ით. დაუჯერებლად გეჩვენებათ? რეალურად, ეს ჭეშმარიტი ციფრებია და მძღოლების დიდმა ნაწილმა შეძლო ამ შედეგის მიღება მანქანის მართვის ჩვევების შეცვლით.

შენიშნვა: უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოცემული რჩევების ეფექტურობა მნიშვნელოვნად იცვლება ავტომობილების ბრენდისა და მოდელის მიხედვით, მათში გამოყენებული ძრავებსა და გადაცემათა კოლოფებს შორის განსხვავების გამო.

15-წლიანი გამოცდილების მქონე მძღოლები გვირჩევენ, საწვავის დასაზოგავად, პირველ რიგში, მანქანა დავძრათ დაბალი ბრუნვით, ამისთვის კი აუცილებელი არაა გაზის პედალს დააჭიროთ. როგორც კი მოძრაობას დაიწყებთ, გადადით მეორე სიჩქარეში, როცა სიჩქარის მაჩვენებელი 10 კმ/სთ-ს მიაღწევს. მეორეც, არაა რეკომენდებული 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, რადგან, ასეთ შემთხევაში, მნიშვნელოვნად იზრდება ჰაერის წინააღმდეგობა. საუკეთესო სიჩქარე საწვავის დასაზოგავად არის 50-70 კმ/სთ.

მესამეც, არ აიძულოთ ძრავს, დიდხანს იმუშავოს უქმში. ამ დროს მანქანა ინტენსიურად წვავს საწვავს. ასევე, მოერიდეთ მკვეთრ დამუხრუჭებას, მაგალითად, შუქნიშანთან მიახლოების დროს – დაამუხრუჭეთ ძრავით.

მნიშვნელოვანია: ცალკე უნდა ითქვას, რომ მანქანა საჭიროზე მეტად არ უნდა დატვირთოთ, არც აეროდინამიკა გააუარესოთ, საჭიროების გარეშე. თუ მანქანაზე გარე საბარგული ან ბოქსია, მათზე კი ნივთები არ წყვია – მოხსენით ეს დანართები. ასევე, გირჩევთ, მანქანის საბურავებში სწორი წნევა შეინარჩუნოთ.

თქვენ როგორ ახერხებთ საწვავის დაზოგვას?