ადამიანები ყოველ დილა-საღამოს იბანენ ხელ-პირს, ზრუნავან კანზე, თმაზე, მაგრამ ჩვენი შინაგანი ორგანოები გარეგან ორგანოებზე ნაკლებად არ საჭიროებენ გაწმენდას, რადგან სხეული დღის განმავლობაში ითვისებს ტოქსინებს, სხავადასხვა მავნე ნივთიერებებს, ნარჩენებს. დეტოქსიკაციის ფუნქციას ორგანიზმი წარმატებით ახორციელებს, გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როცა კუჭ-ნაწლავისა და საშარდე სისტემის რომელიმე ორგანო სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს. აი, ამ დროს საჭიროებს ორგანიზმი დახმარებას და გამწმენდი საშუალებების გამოყენებას.
იხილეთ რჩევები, რომლებიც ჩვევად უნდა გვექცეს, რათა ორგანიზმს ხელი შეუწყოთ დეტოქსიკაციის პროცესის წარმატებით განხორციალებაში. გაიწმინდეთ ოგანიზმი და ნუ შეგეშინდებათ ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების, კანის დაავადებების.
ორგანიზმის წმენდა ტოქსინებისგან
თირკმელები
სწორედ, ამ სასიცოცხლო ორგანოს წყალობით ხდება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა.
შეშუპება, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ცივი ოფლი-სიმპტომები იმისა, რომ თირკმელები უკეთ ფუნქციონირებისთვის საჭიროებს დახმარებას. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და კვების რაციონს დაამატეთ ხილი. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს სითხესა და იმ კომპონენტებს, რომლებიც ეხმარებიან თირკმელებს ტოქსინების გამოდევნაში.
ასე რომ, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი, კენკრა საზამთრო და მიიღეთ ხილის ნატურალური ახალგამოწურული წვენები.
ღვიძლი
ღვიძლი მთავარი სასიცოცხლო ორგანოა. ცხიმში ხსნადი ტოქსინები თავდაპირველად გადამუშავდება ღვიძლში და შემდეგ კი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. და თუ ამ ორგანოს ფუნქციონირებაში აღინიშნება დარღვევები, მაშინ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები არ გამოიდევნება, გადადის სისხლში და მოიცავს მთელ სხეულს.
მიირთვით მწვანილი, განსაკუთრებით კი, ოხრახუში და სალათის ფურცლები. მოერიდეთ მოწევას, ალკოჰოლს და აირიედეთ მოსალოდნელი გართულებები.
ნაწლავები
თუ თქვენ სწრაფი კვების პროდუქტებს იღებთ ნაწლავები უამრავი მავნე ნივთიერებით იქნება დატვირთული, რადგან ამ კერძებში შედის ისეთი კომპონენტები, რომლებიც იწვევს ტოქსინების დაგროვებას.
მიირთვით ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი, დალიეთ მწვანე ჩაი, გაიწმინდეთ ორგანიზმი და დაიკელით წონაში.
კუჭქვეშა ჯირკვალი
კუჭქვეშა ჯირკვალი აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებდეს.
მიირთვით დილაობით ანანსი ან ციტრუსები, გაზარდეთ B ვიტამინით მდიდარი ბოსტნეულის მიღება, როგორიცაა, მაგალითად, ოსპი, სატაცური და ისპანახი.
შემოთავაზებული მეთოდების მიხედვით გაიწმინდეთ ორგანიზმი, გათავისუფლდით ტოქსინებისგან და გაიუმჯობესეთ შინაგანი ორგანოების ფუნქციონირება. მითითებული პროდუქტები მიიღეთ ყოველ დღე და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და თავიდან აიცილეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.