როგორ მოვამზადოთ შოკოლადი საკუთარი ხელით

0
464

მოამზადეთ უგემრიელესი შოკოლადი, რომელიც თამამდ შეგიძლიათ აჭამოთ პატარებს. ის ხომ მათი საოცნებო ტკბილეულია.

სტატიაში შემოგთავაზებთ შოკოლადის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კაკაო 5 ს. კ.
  • შაქარი 6-7 ს. კ.
  • კარაქი 50 გრ
  • რძე 5 ს. კ.
  • ფქვილი 1 ჩ. კ.
  • ნიგოზი სურვილისამებრ
  • ვანილი

ნამდვილი საშინაო შოკოლადის მომზადების წესი:

  1. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, ჩაასხით 1 ს. კ. რძე, ჩაყარეთ კაკო, შაქარი და ყველაფერი კარგად აურიეთ. დაამატეთ დარჩენილი რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  2. მიღებულ მასას განუწყვეტლივ ურიეთ და  მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ დაამატეთ კარაქი და შოკოლადის მასა რამდენიმე წუთი კიდევ უფრო დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.
  3. შემდეგ გამორთეთ, დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კარგად აურიეთ. ქვაბი კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცოტა ხნის შემდეგ დაამატეთ ვანილი.
  4. გაამზდეთ ყინულის ფორმები, სათითაოდ წაუსვით კარაქი და ჩაასხით შოკოლადი.

გსურთ, თქვენი შოკოლადი ნიგვზით ან თხილით გააგემრიელოთ?

  1. მაშინ ფორმებში ჩადეთ სასურველი ზომის ნიგვზის ან თხილის ნაჭერი და ჩაასხით შოკოლადი.
  2. ისღა დაგრჩენიათ, უგემრიელესი შოკოლადი გააციოთ, ამიტომ  2-3 საათით შედეთ მაცივარში.
  3. აი, თქვენი პატარების საოცნებო ნუგბარიც მზად არის.

ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და შოკოლადის საოცარ გემოს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შეგიძლიათ შეჰმატოთ ქიშმიშით ან ჩირით.