ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იტანჯება ჰიპერტენზიით. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის ამ პრობლემის მთავარი დამნაშავე მაღალი ქოლესტერინია. სისხლძარღვებში დაგროვილი ცხიმები ამცირებს მათ ელასტიურობას, ავიწროებს გასავლელს და სისხლძარღვების კედლებზე მოწოლილი სისხლის ნაკადი იწვევს წნევის მატებას.
ეს დაავადება საშიშია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის წარმოქმნის პირველი საფეხურია, ამიტომ დროულად უნდა მოგვარდეს.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს ბიუჯეტურ საშუალებას, რომლის წყალობითაც შეძლებთ სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის შემცირებას, წელის არეში დაგროვილი ცხიმების მოშორებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაფნის 2-3 გამხმარი ფოთოლი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ დაფნის ფოთლები და ადუღეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, გადაწურეთ. სასმელს შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.
- დაფნის ნახარშის თითო-თითო ჭიქა მიიღეთ დილით, უზმოზე, და ძილის წინ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და ბუნებრივი გზით გაიწმინდეთ სისხლძარღვები ცხიმისა და ნადებისგან, დაირეგულირეთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე. გისურვებთ ჯანმრთელობას!