თმის ცვენა პრობლემაა, რომლიც ადამიანების უმეტეს ნაწილს აწუხებს.
რა იწვევს თმის ცვენას?
თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ორსულობა, მენოპაუზა, სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, ვიტამინების დეფიციტი.
თმაზე უარყოფით გავლენას ახდენს გარემო ფაქტორების ზემოქმედება, არასათანადო მოვლა, ქიმიური საღებავები, თმის გასწორება, დახვევა და სხვა პროცედურები. თმა თანდათან ზიანდება, სუსტდება, შრება, თხელდება.
შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ხელნაკეთი შამპუნის რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტი თმისთვის ძალიან სასარგებლოა და აუცილებელი. ხელნაკეთი შამპუნი კვებავს და აძლიერებს თმის ძირებს, აცოცხლებს თმას, მატებს მოცულობას, ასწრაფებს ზრდას.
ხელნაკეთი შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის ეთერზეთი 10 წვეთი (ლიმონის ეთერზეთი აქვს ანტისეპტიკური ეფექტი)
- როზმარინის ეთერზეთი 10 წვეთი (როზმარინის ეთერზეთი თავის კანზე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს თმას)
- E ვიტამინი 2 კაფსულა (მოცემული ვიტამინი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა)
- საბავშვო შამპუნი 200 მლ
მომზადების წესი:
შამპუნს დაამატეთ ლიმონის ეთერზეთი და E ვიტამინი. გჭირდებათ მოცემული ვიტამინის შიგთავსი. კაფსულა ოდნავ ჩაჭერით და გამოწურეთ შიგთავსი.
გამოყენების წესი:
სრულყოფილი შედეგის მისაღებად შამპუნი გამოიყენეთ ყოველ დღე. გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ. ხელნაკეთი შამპუნი დაიტანეთ თმაზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავის კანზე გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რამდენიმე კვირაში მიიღებთ ლამაზ, სქელ და ჯანსაღ თმას!