შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, ნოყიერი, მადის აღმძვრელი ხორცის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ცხელ-ცხელი უნდა მიირთვათ და ისიამოვნოთ.
ღვეზელის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 150 გრ
- არჟანი 200 გრ
- საფუარი 1 ჩ. კ.
- კვერცხი 3 ცალი
- მარილი ½ ჩ. კ.
შიგთავსისთვის საჭირო ინგრედიენტები:
- გატარებული ხორცი 500 გრ
- ხახვი (საშუალო) 2 ცალი
- ოხრახუში ნახევარი კონა
- მაგარი ყველი 150 გრ
- მარილი და სანელებლები გემოვნებით
- სეზამის მარცვლები ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესი:
- აიღეთ ღრმა თასი და ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ არაჟანი, საფუარი, მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ხორცი შეწვით ზეთში ან კარაქში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, სანელებლები (შავ პილპილი, ხმელ ქინძი).
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დაიტანეთ ცომის ნაწილი. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული შიგთავსი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გახეხილი ყველი. ზემოდან გადააფარეთ ცომის დარჩენილი ნაწილი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-35 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ უგემრიელესი ღვეზელი და კიდევ ერთხელ გააოცეთ ადამიანები თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით.