ნატურალური ნიღაბი ლაქებსა და ნაოჭებს რამდენიმე პროცედურაში ნაკლებად შესამჩნევს გახდის

1098

სტატიაში შემოგთავაზებთ სახის კანის გამამკვრივებელი,  ლიფტინგ-ეფექტის ნიღაბის რეცეპტს, რომლის წყალობითაც პირველივე პროცედურის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ და თქვენი ლამაზი სახის კანით ყველას გააოცებთ.

ნიღაბის შემადგენლობაში შემავალი ინგრედეინტები ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ ნუ გადაიხდით ზედმეტს, ცადეთ შემოთავაზებული ნიღაბი და თვითონ დარწმუნდით მის ეფექტურობაში.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ლიმონის წვენი ½ ჩ. კ.
  • ქოქოსის ზეთი ½ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ საშუალო ზომის კვერცხის ცილა და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი.
  2. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანსა და ყელზე. გაიჩერეთ 5-10 წუთამდე, სანამ მასა არ გაშრება, შემდეგ კი დაიბანეთ წყლით ან ბალახების ნაყენით.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ საოცრად ეფექტური ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.