მარტივი საშინაო რეცეპტი გაწმენდს ღვიძლს, გაანახლებს სისხლს და გააუმჯობესებს მის მიმოქცევას მთელ სხეულში

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ორგანიზმის, განსაკუთრებით ღვიძლის, მავნე ნივთიერებებისგან რეგულარულად გაწმენდა.

შემოგთავაზებთ გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, განსაკუთრებით ღვიძლს. გამოდევნის ღვიძლიდან ტოქსინებს, ხელს უწყობს მის ნორმალურად ფუნქციონირებას და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

დეტოქს სასმელი აძლიერებს იმუნიტეტს, აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამცირებს შაქრის დონეს, გიკარგავთ მადას, წმენდს სისხლძარღვებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, აგარიდებთ სითხის შეკავებას, აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას,

გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 400 მლ
  • კურკუმა 1 ჩ. კ.
  • ქოქოსის წყალი 100 მლ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სეზამის ან ნუშის რძით)
  • თაფლი 2 ჩ. კ.
  • ცეილონის დარიჩინის ფხვნილი ნახევარი ჩ. კ.
  • დაფქული ჯანჯაფილი 1/3 ჩ. კ.
  • შავი პილპილი მწიკვი

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. პირველ რიგში, აადუღეთ წყალი. წყალი ჩაასხით მინის ჭურჭელში, დაამატეთ კურკუმა, ჯანჯაფილი და აურიეთ.
  2. ნარევი ცოტა ხნით გააჩერეთ და დაამატეთ პილპილი, დარიჩინი. თბილ სასმელს შეურიეთ თაფლი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 10 წუთი.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დაამატეთ ქოქოსის წყალი. დეტოქს სასმელის დღიური ნორმა არის 100-150 მლ, გაყავით სამ ნაწილად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
  4. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ერთი კვირა. გამწმენდი პროცედურა ჩაიტარეთ 6 თვეში ერთხელ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!