დღევანდელ სამყაროში ვიზუალის ცვლილება ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ქირურგიული ოპერაციები. მკერდის და ცხვირის ოპერაციებთან ერთად ყველაზე ხშირად იყენებენ ლიპოსაქციასაც. თუმცა, ქირურგიული სამყარო ადამიანებს უკვე არაორდინალურ ოპერაციებსაც სთავაზობს, მოდის თანამედროვე ტრენდებთან გათანაბრებისთვის:
13. თმის გადანერგვა
თმის გადანერგვა შესაძლებელია სახესთან ერთად მთელ სხეულზეც. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენს მკერდზე არსებული თმის რაოდენობაც, ლამაზი წვერის გადანერგვასთან ერთად.
12. კუნთების იმპლანტაცია
თუ ვარჯიშში დროის დახარჯვის გარეშე გსურთ კუნთების მიღება, მაშინ ქირურგიული მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს თქვენ ძალას არ გაზრდის, მაგრამ მოდელის გარეგნობის მსგავს კუნთებს მოგცემთ.
11. თქვენი საკუთარი ცხიმების გადაადგილება
ქირურგებმა ადამიანის სხეულში მისივე ცხიმის გადაადგილების მეთოდი აღმოაჩინეს, რის გამოც სილიკონის იმპლანტები საჭირო აღარაა. ამ პროცედურას არასაჭირო ადგილებიდან ცხიმები საჭირო არეებში გადააქვს. გამხდარი ადამიანების ცხიმი მუხლების უკნიდან გადმოაქვთ, რადგან ამ ადგილში ყველას გვაქვს ცხიმები.
10. ლოყების ჩაღრმავებები გაკეთება
ამ პროცესის შებრუნება შეუძლებელია, რის გამოც ჩაღრმავებების სამუდამოდ გაკეთებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.
9. ბედის ხაზების შეცვლა
ფენ შუის მიხედვით ხელის გულზე ბედის ზოლები გვაქვს განთავსებული. სწორედ ამ ზოლების ფორმის შეცვლას გვთავაზობენ ქირურგები უკეთესი ბედის შესაქმნელად.
8. ფეხის დაბლითა ნაწილის გაფართოება
ფეხების დაბლითა ნაწილში სილიკონების იმპლანტების ჩასმით თქვენ თანაბარი ფორმის ფეხის ნაწილების ქონას შეძლებთ ისე, თითქოს არასდროს მიგიტოვებიათ სპორტი.
7. ჭიპი
თქვენი ვიზუალის გაუმჯობესებისთვის ქირურგები უკვე ჭიპის ფორმისა და ზომის შეცვლის ოპერაციასაც გთავაზობენ.
6. ერთდღიანი მკერდი
ასეთი ოპერაციის გასაკეთებლად მკერდში ფიზიოლოგიური მარილის ხსნარი შეყავთ, რაც მათ ზომას ორჯერ ზრდის. 2 დღის შემდეგ ყველაფერი ნატურალურ პოზიციას უბრუნდება.
5. ფეხის თითების დამოკლება
ქუსლიანი ფეხსაცმლით უფრო მარტივად სასიარულოდ ქალებს შეუძლიათ ფეხის გულებში ცხიმის იმპლანტირება, რაც მათ სენსიტიურობას ამცირებს. ასევე შესაძლებელია ქუსლებში ბოტოქსის შეყვანაც, რისი დახმარებითაც თქვენ უამრავი საათის განმავლობაში შეძლებთ ქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარულს დაღლის გარეშე. ღია ფეხსაცმელების უკეთ მოსახდენად ასევე შესაძლებელია ფეხის თითების ქირურგიულად დამოკლებაც.
4. თვალის ფერის შეცვლა
ლინზების გარდა თვალის ფერის შეცვლა უკვე ქირურგიული ოპერაციითაც შეგიძლიათ. ქირურგები ამისთვის სილიკონის პროთეზებს სვავენ თვალის ირისში, რქოვანის ოდნავ გაჭრის საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ფერის იმპლანტი და ასევე შეგიძლიათ ერთი ფერი ჩაანაცვლოთ მეორე ფერის იმპლანტით.
3. ზედა ტუჩის აწევა
ირინა შეიკის მსგავსი ვიზუალის მისაღებად თქვენ უკვე ქირურგიულად შეგიძლიათ შეამციროთ დაშორება ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის.
2. თმების იმპალტირება წამწამებზე და წარბებზე
წარბების და წამწამების დაგრძელებისთვის მაკიაჟის გარდა უფრო მტკივნეული მეთოდიც არსებობს. ქირურგები ამისთვის თქვენი თავის უკანა ქვევითა ნაწილიდან გადმოტანილი თმების იმპლანტებს იყენებენ..
1. ხმის პლასტიკური ოპერაცია
ხმის ტონის შესამცირებლად ქირურგები ხორხის ღრუდან ხრტილის ნაწილის ამოღებას ახდენენ ან ვოკალურ იოგებში ბოტოქსის შეყვანას ანხორციელებენ. ხმის ტონის გასაზრდელად ხორხის კუნთებს შორის ბოტოკსს სვავენ ან ლაზერით ამოკლებენ ვოკალურ ნაკეცებს.
ხმის ტონის შესამცირებლად, ქირურგები აქცენტირებენ ხრტილის ნაწილს ხორხის ღრუში ან ახდენენ ბოტოქსს ვოკალურ კავშირებში.