წყალბადის ზეჟანგით მთელი კოსმეტიკა ჩავანაცვლე. 7 პრობლემა, რომელსაც ის ეფექტურად უმკლავდება

წყალბადის ზეჟანგი შეუცვლელი პროდუქტია, რომელიც საშინაო აფთიაქში მუდმივად უნდა იქონიოთ. ის ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა.

სანამ გამოიყენებთ წყალბადის ზეჟანგს, უნდა დარწმუნდეთ, ხართ თუ არა მისადმი ალერგიული. ამისთვის ჯერ სხეულის მცირე მონაკვეთზე გაიკეთეთ სინჯი.

წყალბადის  ზეჟანგი გამოიყენება არა მარტო იარების დასამუშავებლად, აგრეთვე დაგვეხმარებათ სხეული სილამაზის შენარჩუნებაში.

წყალბადის ზეჟანგის სასარგებლო თვისებები

წყალბადის ოქსიდი (H202) ფართოდ გამოიყენება როგორც სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალება.

ეს ქიმიური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური მიზნებისთვის.

1. კანზე ლაქების გასაქრობად

ასაკთან ერთად კანზე, განსაკუთრებით კი სახის კანზე, ხშირად ჩნდება ლაქები. ეს გამოწვეულია მზის სხივების გადაჭარბებული დოზით ან სიცივის ზემოქმედებით და უამრავ  სხვა მიზეზთა გამო.

კანის ერთი უბანი მუქია, ვიდრე სხვები. მისი გაღიავება შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგის საშუალებით. მაგრამ გამოიყენეთ ფრთხილად და მცირე რაოდენობით.

თავდაპირველად სახის კანი გაიწმინდეთ ექსფოლიანტით (ამქერცლავი ნიღაბი) და თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

შემდეგ ბამბის საფენი გაჟღინთეთ წყალბადის ზეჟანგით და რამდენიმე წუთით დაიდეთ სხეულის იმ ნაწილზე, სადაც გაქვთ ლაქა და შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში  2-ჯერ და აუცილებლად ძილის წინ.

2. გამონაყარის საწინააღმდეგო

გამონაყარი არა მარტო მოზარდებისთვის არის მომაბეზრებელი, აგრეთვე უფროსებისთვისაც. უფროსი ასაკის ადამიანებში გამონაყარს იწვევს სხვადასხვა მიზეზები. მაგალითად, როგორიცაა მენსტრუაციული ციკლი, სტრესი და ცხიმიანი საკვების მიღება.

გამონაყარი წარმოიქმნება კანის ფორების დაცობისა და დაბინძურების შედეგად, რადგან წყალბადის ზეჟანგი სადეზინფექციო საშუალებაა ის ანადგურებს ბაქტერიებს.

ძილის წინ, დაბანის შემდეგ პრობლემური ადგილები დაიბანეთ  წყალბადის ზეჟანგით და დილით ჩამოიბანეთ.

პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს.

3. კბილების გასათეთრებლად

გსურთ, რომ თვალისმომჭრელი ღიმილი გქონდეთ და ყველაფერს აკეთებთ ამისთვის, იყენებთ ძვირადღირებულ კბილების გასაწმენდ საშუალებებს, მაგრამ ვერ უმკლავდებით ყავის ნალექით ან სიგარეტით გაყვითლებულ კბილებს.

მაგრამ ჯადოსნური წყალბადის ზეჟანგი ამ პრობლემისგან გიხსნით. უკეთესი შედეგისთვის უმი სახით მიიღეთ შემდეგი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, სტაფილო, ნიორი.

როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი კბილების გასათეთრებლად. ძილის წინ კბილები გაიხეხეთ, წყალბადის ზეჟანგი დაიტანეთ ბამბის საფენზე და სათითაოდ გაიწმინდეთ კბილები.

თუ არ გსურთ ამ პროცედურაზე დროის დაკარგვა, მაშინ გაიკეთეთ სავლები (1 წილი წყალბადის ზეჟანგი და 3 წილი თბილი წყალი).

დაიმახსოვრეთ, იმისათვის, რომ არ დააზიანოთ კბილის  ემალი პროცედურა ჩაიტარეთ თვეში ერთხელ.

4. ფრჩხილებზე ლაქების მოსაშორებლად

ლაქის ხშირად გამოყენება არ აძლევს ფრჩხილებს სუნთქვის საშუალებას, რის შედეგადაც ხდება მათი დაზიანება, ჩნდება ყვითელი ან თეთრი ლაქები.

იმისათვის, რომ ფრჩხილებს დაუბრუნოთ პირვანდელ იერი, მოამზადეთ ვანა, ჩაასხით ცოტა წყალბადის ზეჟანგი და 5 წუთით ჩაყავით თითები.

შემდეგ ხელები კარგად შეიმშრალეთ და ამ პროცედურის შემდეგ 2 დღე ფრჩხილები ლაქით არ დაიფაროთ.

ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ ჯერზე, როცა მოიშორებთ ლაქს.

5. თმის გასაღიავებლად

გსურთ თმის გაღიავება, მაგრამ სალონებში სიარულის არც დრო გაქვთ და არც საშუალება. გირჩევთ, თქვენი ოცნება წყალბადის ზეჟანგით საშუალებთ აისრულოთ.

ამისათვის აიღეთ წყალბადის ზეჟანგი და წყალი თანაბარი რაოდენობით, კარგი ინება თუ გამოიენებთ სპრეის ბოთლს. დაბანვის შემდეგ, ჯერ კიდევ ტენიანი თმა დაივარცხნეთ, ჯერ ერთ ნაწილზე მიისხურეთ მომზადებული ნარევი მცირე რაოდენობით, მერე მეორეზე. თმის სრული დაფარვის შემდეგ  დაიტოვეთ და არ ჩამოიბანოთ.

სასურველი შედეგისთვის პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თქვენ გექნებათ შედეგი. ისიამოვნეთ ძლიერი გამაღიავებელი საშუალებებით დაუზიანებელი ქერა თმით.

6. უსიამოვნო სუნის გასაქრობად

ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან ოფლიანობთ და გაწუხებთ მისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნი. ძლიერი სადეზინფექციო საშუალება წყალბადის ზეჟანგი ამ პრობლემისგან გაგათავისუფლებთ. მას შესწევს უნარი გაანადგუროს უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები.

ამისათვის წყალბადის ზეჟანგით დაასველეთ ხელსახოცი და იღლიები გაისუფთავეთ.

ფეხის უსიამოვნო სუნის მოსაგვარებლად შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგით გაჟღენთილი ხელსახოცით გაიწმინდოთ ტერფები და შემდეგ ჩაიცვათ წინდები. ასევე კარგი იქნება, თუ  ფეხსაცმელს შიგნიდან ჯადოსნური ხსნარიათ ამოასუფთავებთ.

7. სხეულზე თმის გასაქერავებლად

ვიცით, რომ წყალბადის ზეჟანგის საშუალებით შეიძლება თმის გაქერავება. ასევე შეგიძლიათ გაიღიაოთ არასასურველი თმა სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე.

ამისათვის კვირაში ერთხელ, დაბანვის შემდეგ წყალბადის ზეჟანგი შეიზილეთ სხეულის სასურველ ნაწილზე და რამდენიმე წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თქვენ გაეცანით ამ ჯადოსნური ხსნარის შესაძლებლობებს კოსმეტიკური მიზნებისთვის, მაგარმ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია და შევეცდებით, შემოგთავაზოთ წყალბადის ზეჟანგის სხვა ღირებულებებიც.