ლაქებმა, მეჭეჭებმა, პაპილომებმა და შავმა წერტილებმა რომ არ შეგაწუხოთ, გამოიყენეთ ეს საშუალებები

მართალია, ეს წამონაზარდები არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის, თუმცა ისინი იმდენად უსიამოვნო და არაესთეტიკური შესახედაობისაა, რომ მათი მოშორება დაუყონებლივ გვსურს.

პაპილომები, მეჭეჭები, ლაქები, შავი წერტილები, გამონაყარი – სანამ მკურნალობას დაიწყებთ, პირველ რგიში, უნდა გაერკვიოთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებში და აუცილებლად იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

C ვიტამინი – უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომლითაც უნდა მოამარაგოთ თქვენი ორგანიზმი, თუ იმუნიტეტის გაძლიერება და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, გაამდიდრეთ კვების რაციონი C ვიტამინის შემცველი პროდუქტებით (ლიმონი, ტკბილი წიწაკა, გრეიფრუტი, მოცვი, ფორთოხალი) ან მიიღეთ ის დანამატების სახით.

როგორ ვებრძოლოთ პაპილომებს, მეჭეჭებს, შავ წერტილებსა და ლაქებს?

1. ლაქების გაჩენა კანზე

გარდა ასაკობრივი და ჰორმონალური ცვლილებებისა, ამ უსიამოვნო მოვლენას დიდი ხნით მზეზე გარუჯვა შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.

ნიორი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტია, რომელიც დაეხმარებათ მუქი ლაქების გაღიავებაში და მათ ნელ-ნელა შემცირებაში, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – საერთოდ გაქრობაში. გაჩერით ის შუაზე და შეუდექით კანის პრობლემური მონაკვეთის დამუშავებას წრიული მოძრაობებით.

ვაშლის ძმარი – კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ამ დროს. უბრალოდ ჩაალბეთ ბამბის დისკი ძმარში და აქტიურად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები.

რომელ საშუალებაზეც არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი, ჩაიტარეთ პროცედურები რაც შეიძლება ხშირად (დღის განმავლობაში 2-ჯერ მაინც).

2. პაპილომები

ყველაზე ხშირად ეს წამონაზარდები კისრის არეში, მკერდის ზედა ნაწილში და სახის კანზე ვითარდება. თუ ვაშლის ძმარს თანაბარი რაოდენობით წყლით განაზავებთ და მიღებული ნაზავით კარგად დაიმუშავებთ კანის პრობლემურ მონაკვეთებს, მინიმალურ დროში გათავისუფლდებით პრობლემისგან. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ მაინც.

ჩაის ხის ეთერზეთი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც სწრაფად გააქრობს პაპილომებს.

3. მეჭეჭები

კანის ეს წამონაზარდები შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ მიდამოში. თუ მეჭეჭების სწრაფად და უმტკივნეულოდ მოშორება გსურთ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე კარგად დაიმუშავეთ ისინი ბანანის ქერქით. პროცედურის ბოლოს წაისვით მცირეოდენი თაფლი.

4. გამონაყარი და შავი წერტილები

კანის ამ კოსმეტიკურ პრობლემებს ყველაზე ხშირად საფუძვლად არასწორი კვება და ჭარბი სტრესი უდევს. აუცილებლად გაამდიდრეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით, გამოიძინეთ დღის განმავლობაში მინიმუმ 8 საათით და აირჩიეთ ჰობი, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის დამარცხებაში.

გამონაყარისა და შავი წერტილების მოსაშორებლად კარგი იქნება, თუ სახეს ცხელი წყლით დაიორთქლავთ, შემდეგ კი ვაშლის ძმრით დაიმუშავებთ. პროცედურის ბოლოს უნდა გამოიყენოთ ყინულის კუბიკები ფორების დასახურად.

ახლა თქვენ იცით, თუ როგორ ებრძოლოთ კანის გავრცელებულ პრობლემებს. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!