როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა სახლის პირობებში. საშინაო საშუალებები, რომელთაც ძალიან ვემადლიერები

0
824

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ თმის მოვლის საუკეთესო საშუალებებს, რომლებიც უმარტივესი მოსამზადებლებია და შედეგი კი გასაოცარია.

ალოეს წვენი – მინიმალური ძალისხმევა და მაქსიმალური ეფექტი

შემოგთავაზებთ თმის ნიღაბს, რომლიც ეფექტურად ატენიანებს თმას, შეგიჩერებთ ცვენას, გაგიქრობთ ქერტლს და უზრუნველყოფს თმის სიგრძისა და მოცულობის გაზრდას. ალოეს წვენი მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, ფიტონუტრიენტებით. ნიღაბი რეკომენდებულია მათთვის ვისაც დაზიანებული და მშრალი თმა აქვთ.

  1. შეგიძლიათ თქვენს შამპუნს დაამატოთ ალოეს წვენი და უმარტივესი გზით მოიგვაროთ პრობლემა.
  2. ძილის წინ თმის ძირებზე შეიზილეთ ალოეს წვენი და სამოქმედოდ დილამდე დაიტოვეთ.

უცხო სუნელი

უცხო სუნელი-საუკეთესო საშუალებაა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს.

შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას.

  1. 1 ს. კ. უცხო სუნელი ჩაალბეთ 1 ჩ. ჭ. ადუღებულ წყალში და 8-10 საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ პულველიზატორიან ბოთლში. მომზადებული ნაყენი ყოველი დაბანის შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე.
  2. გამოსაყენებლად ვარგისია 15 დღე. ნაყენი აუციელბლად შეინახეთ მაცივარში.

თავის კანის მასაჟი

  1. თუ გსურთ თავი დააღწიოთ თმის ცვენას, სისტემატურად გაიკეთეთ თავის კანზე მასაჟი. მასაჟი ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას და თმის ფოლიკულებს, კვებავს და აძლიერებს თმას.
  2. თქვენს შამპუნს დაამატეთ როზმარინის ეთერზეთი. როზმარინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. რეკომენდებულია 1 ს. კ. შამპუნს დამატოთ 3-5 წვეთი ეთერზეთი.

ნატურალური წვენები

ხშირ შემთხვევაში თმის ცვენას იწვევს რკინისა და ვიტამინების  ნაკლებობა. რეკომენდებულია მიიღოთ მწვანე სმუზი, რომელსაც დაამატებთ სტაფილოსა და ნიახურს. აგრეთვე ძალიან ეფექტურია კიტრის სმუზი სტაფილოთი და ისპანახით გაჯერებული.

გამოიყენეთ გოგირდით მდიდარი პროდუქტები

ამ ნივთიერების წყალობით თმას ენიჭება მბზინვარება. ჩვენი თმა, ფრჩხილები და კანი გაჯერებულია კეროტინითა და გოგირდით. კვერცხი, ყველი, ჭინჭარი, კომბოსტო, ვაშლი, პირშუშხა, ყურძენი, ხურტკმელი მდიდარია გოგირდით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.