თაფლი მრავალი დაავადების მკურნალია. მის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით სხვადასხვა შაქარი, რომელთაც ბევრად უფრო ეფექტურად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, ვიდრე ჩვეულებრივ შაქარს. სწორედ, ამიტომ შეგვიძლია შაქრის ნაცვლად გამოვიყენოთ თაფლი. უპირველეს ყოვლისა ეს მნიშვნელოვანია, მათთვის ვისაც ჭარბი წონა აწუხებს.
ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლი უარის თქმა ტკბილ ჩაიზე და არც უნდა მოვიკლოთ ეს სიამოვნება, რადგან ტკბილის უგულებელყოფა არ შეიძლება. ის გამოიმუშავებს ე. წ. ბედნიერების ჰორმონს-ენდორფინებს.
ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ტკბილზე, ხდებიან გაღიზიანებულები და დეპრესიულები, მაგრამ რა ვქნათ თუ შაქრის მიღება არ შეიძლება? თაფლი საუკეთესო გამოსავალია. იგი წონაში არ მოგამატებინებთ, ორგანიზმს კი გაიმდიდრებთ უამრავი სასარგებლო ნივთიერებით.
თაფლი ყველა იმ მცენარის სასარგებლო თვისებებს შეიცავს, რომლისგანაც არის მომზადებული. მაგალითად, წაბლის თაფლი შეგიძლიათ გამოიყენთ ვარიკოზის დროს.
შემოგთავაზებთ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული უძლიერეს სამკურნალო საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვის ვარიკოზსა და მისგან გამოწვეულ სირთულეებს.
სამკურნალო საშუალება № 1
საჭირო ინგრედიენტები:
- ანტონოვკა ვაშლი 3 ცალი (საშუალო)
- მდუღარე წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ვაშლები გარეცხეთ, დაასხეთ 4 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 4 საათი. ვაშლი ჩასრისეთ ჩანგლით, დაამატეთ 1 ს. კ წაბლის თაფლი და კარგად მოურიეთ, ბოლოდ გადაწურეთ.
- მომზადებული ნარევი მიიღეთ დღეში 2 ჯერ 3-3 ს. კ.
საშუალება № 2
საჭირო ინგრედიენტები:
- ნიორი 250 გრ
- თაფლი 1,5 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ნიორი დაჭლიტეთ, აურიეთ თაფლში და სიბნელეში გააჩერეთ 2 კვირა. მომზადებული სამკურნალო საშუალება მიიღეთ 1. ს. კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ.
- ნარევის მიღება არ შეუძლიათ ადამიანებს, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და გასტრიტი აქვთ.
შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ტროპიკული წყლულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საშუალება № 3
საჭირო ინგრედიენტები:
- ევკალიპტის ფოთლები 3 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
დაჭრილ ფოთლებს დაასხით 2 ჩ. ჭ. ცხელი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გააციეთ, გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი და მოურიეთ. მომზადებული ნარევით გააჯერეთ საფენი და დღეში 3-ჯერ 5-5 წუთი დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე.
საშუალება № 4
საჭირო ინგრედიენტები:
- გვირილა 1 ს. კ.
- ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- გვირილას დაასხით ადუღებული წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ.
- ნაყენით გააჯერეთ საფენი და დაიფინეთ დღეში 3-ჯერ 5-5 წუთი.
საშუალება № 5
საჭირო ინგრედიენტები:
- თაფლი 5 ს. კ.
- თევზის ქონი 1 ს. კ.
- ქსეროფორმი 0,5 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მომცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წყლულზე დაიფინეთ.
საშუალება № 6
საჭირო ინგრედიენტები:
- თაფლი 6 ს. კ.
- კარაქი 6 ს. კ.
- ბატის ქონი 6 ს. კ.
- ალოეს წვენი 1 ს. კ.
- კაკაო 6 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, მაგრამ არ აადუღოთ.
- ნარევის 1 ს. კ. აურიეთ 1 ჩ. ჭ. რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
საშუალება № 7
საჭირო ინგრედიენტები:
- ალოეს ხის წვენი 10 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. ჭ.
- კაგორი 1,5 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გაყენების:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და 4-5 დღით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
საშუალება № 8
საჭირო ინგრედიენტები:
- გამდნარი ღორის ქონი 1 ს. კ.
- თაფლი 5 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიფინეთ წყლულზე.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემები.