ოქროსფრად მობრაწული ბადრიჯანი პიკანტური, ცხარე და წვნიანი სოუსით. მარტივად მოსამზადებელი კერძი საოცარი არომატით

შემოგთავაზებთ გემრიელად შეზავებული ბადრიჯნის კიდევ ერთ რეცეპტს. ოქროსფრად დაბრაწული ბადრიჯანი შეზავებული პიკანტური, ცხარე, წვნიანი სოუსით საოცრებაა.

თუ მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ბადრიჯნის ახლა დაგემოვნებას გადაწყვეტთ, სოუსი აუცილებლად უნდა აადუღოთ 2-3 წუთი, გადმოდგათ ცეცხლიდან და ნაზად შეურიეთ შემწვარი ბადრიჯანი.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 3 კგ
  • ზეთი 1 ჩ. ჭ.
  • წითელი ბულგარული წიწაკა 1 კგ
  • ცხარე წიწაკა 1-3 ცალი (თქვენი გემოვნების მიხედვით)
  • ნიორი 100 გრ
  • ვაშლის ძმარი 150 მლ
  • შაქარი 150 გრ
  • ზეთი 1 ს. კ. (სოუსისთვის)
  • მარილი 1,5 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით, დაახლოებით, 2 სმ სისქის რგოლებად, მოაყარეთ 2 ჩ. კ. მარილი და გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ ოქროსფრად დაბრაწეთ მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში და დააწყვეთ ხელსახოცზე.
  2. ამზადებთ სოუს: ბულგარული წიწაკა, ნიორი, ცხარე წიწაკა  გაასუფთავეთ და გაატარეთ. შემდეგ შეაზავეთ შაქრით, ზეთით, მარილითა და ძმრით. მიღებული მასას დაამატეთ მზა ბადრიჯანი და ფრთხილად აურიეთ.
  3. მომზადებულ მასა გაანაწილეთ ქილებში, 40 წუთით გაუკეთეთ სტერილიზაცია და მოხუფეთ.

მოამზადეთ და ზამთრის ცივ დღეებში გემრიელად მიირთვით!