როგორ მოვამზადოთ ხვეულები უგემრიელესი შიგთავსით

ძვირფასო ქალბატონებო, შემოგთავაზებთ უგემრიელესი ხვეულების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. მისი საოცარი გემო აღგაფრთოვანებთ.

საჭირო ინგრედიენტები 1-ლი ცომისთვის:

  • არაჟანი 200 გრ
  • ფქვილი 300 გრ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩ. კ.
  • მე-2 ცომისთვის
  • კარაქი 200 გრ (ოთახის ტემპერატურის)
  • ფქვილი 250 გრ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩ. კ.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • კენკრის ჯემი
  • შოკოლადის კრემი ნუტელა
  • ქიშმიში
  • ნიგოზი შაქრის ფხვნილით

მომზადების წესი:

  1. აიღეთ თასი, ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, დაამატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი.
  2. მე-2 ცომისთვის გაცერით ფქვილი, დაამატეთ გამაფხვიერებელი, დარბილებული კარაქი და მოზილეთ ცომი.
  3. ორივე ცომის გუნდა მოათავსეთ ფქვილმოყრილ ფიცარზე.
  4. ცალ-ცალკე გააბრტყელეთ თითოეული ცომი დაახლოებით 1,5 სმ სისქეზე და დააფინეთ ერთმანეთზე.
  5. გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფენად და გადაკეცეთ კონვერტისებურად.
  6. ისევ გააბრტყელეთ, შემდეგ გადაკეცეთ კონვერტისებურად და პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ.
  7. მიღებულ ცომს შემოახვიეთ ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
  8. მაცივრიდან გამოღებული ცომი გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის მართკუთხა ფენად.
  9. ფენა გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ფენა დაჭერით სამკუთხედებად (4-5 სმ).
  10. სამკუთხედის ძირში დადეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი და გადაახვიეთ წვეროსკენ.
  11. მომზადებული ხვეულები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე (დაახლოებით 12-15 წუთი).

უგემრიელეს ოქროსფერს ხვეულებს მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით.