ძვირფასო ქალბატონებო, იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ახალგაზრდობაზე. ნუ გადაიხდით ზედემეტს და გამოიყენეთ ხალხური რეცეპტების მიხედვით მომზადებული ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები.
სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებილი მალამოს რეცეპტს, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ღრმა ნაოჭებსა და კანის მთელ რიგ სხვა პრობლემებს.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხის გული ნახევარი
- ნუშის ან ზეითუნის ზეთი 2 ჩ. კ.
- ზღვის მარილი 1 ჩ. კ.
- გვირილის ნახარში 2 ჩ. კ. (1 ს. კ. გამხმარ გვირილას დაასხით 200 მლ წყალი და 15-20 წუთი ადუღეთ)
- კოსმეტოლოგიური ვაზელინი 2 ჩ. კ.
- თაფლი ნახევარი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მალამო შეინახეთ მაცივარში.
- მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. გაიჩერეთ 30 წუთი.
- მალამოს ნარჩენები მინერალურ წყალში გაჯერებული ბამბის საფენით ჩამოიწმინდეთ.
- მალამო წაისვით დაძინებამდე 2 სათით ადრე, რადგან შეწოვას დიდი დრო სჭირდება.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.