გსურთ მოამზადოთ, რაღაც განსკუთრებული, გემრიელი, ნაკლები კალორიებით და თან ისეთი უცხო და არომატული, რომ სტუმრები აღაფრთოვანოთ.
შემოგზავებთ საუცხოო ნუგბარის ბანანის ჩიზქეიქის რეცეპტს, რომელიც საოცრად ნაზი და ჰაეროვანია.
ჩიზქეიქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ხაჭო 200 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- მწიფე ბანანი 5 ცალი
- შაქარი 4 ს. კ.
- ფქვილი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- ბანანები დააბლენდერეთ.
- ხაჭოს დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და აურიეთ.
- ბანანისა და ხაჭოს მასები აურიეთ და საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრ ტემპერატურაზე.
- გააციეთ და ზემოდან დააწყვეთ ბანანის ნაჭრები, ნიგვზის ლებნებთან ერთად. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი, ან კარამელი.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი სხვა პროდუქტი.
მოამზადეთ უგემრიელესი ჩიზქეიქი, თავი მოიწონეთ თქვენი ნახელავით და კიდევ ერთი ულამაზესი საღამო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.