ბეგქონდორა სამკურნალო ბალახია, რომელიც საუკუნეებია აქტიურად გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ. მოცემული მცენარე გიცავთ გრიპისგან, აღმოფხვრის ეპილეფსიურ კრუნჩხვებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აფერხებს ინფექციების გავრცელებას.
მის შემადგენლობაში შედის სამკურნალო ეთერზეთები, რომლებსაც აქვს მთელი რიგი ანტირევმატული, ანტიპარაზიტული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.
ბეგქონდარას ჩაის რეგულარულად მიღება საგრძნობლად ამცირებს ვირუსული დაავადებების რისკს, საუკეთესოა
მუდმივი დაღლილობის მოსახსნელად, ფიბრომიალგიისა და კუნთების ტკივილის, რევმატოიდული ართრიტისა და სახსრების ტკივილის, მგლურას, თავბრუსხვევის, თავის ტკივილებისა და შაკიკის, ტინიტუსის (ხმაური ყურში), გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.
განსაკუთრებით მდიდარია კალიუმით, რკინითა და კალციუმით. ეს შემადგენლობა არეგულირებს არტერიულ წნევას. ის ასევე აუმჯობესებს სისხლის წითელი უჯრედების სწორად გამომუშავებას და ორგანიზმში ანტიოქსიდანტების განაწილებას.
სამკურნალო ჩაი მდიდარია B, A, C_ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ბიოფლავონიდებითა და ეთერზეთებით, თიმოლის ჩათვლით. თიმოლი ეთერზეთია, რომელიც გაჯერებულია ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბეგქონდორა შეიცავს როზმარინის მჟავას და ურსოლის მჟავას.
ბეგქონდარას ჩაი შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ყელის ტკივილის, ხველის, ლარინგიტის, ასთმის, პირის ღრუს ანთების, ყელის ინფექციების, ღრძილების ანთების სამკურნალოდ.
იხილეთ უძლიერესი სამკურნალო ჩაის მომზადების რეცეპტი:
- აიღეთ გამხმარი ბეგქონდარას 1 ჩ. კ. (ნედლი ბალახის გამოყენების შემთხვევაში აიღეთ ცოტა მეტი), დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი.
- ფინჯანს დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი, ლიმონის ნაჭერი და მიიღეთ თბილი.
ბეგქონდარას ჩაის მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია წელიწადის ცივი სეზონების დროს, რადგან სამკურნალო ჩაი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!