უბრალო გოგრის თესლი უნივერსალური პროდუქტია. გიამბობთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული გოგრა უგემრიელესი ბაღჩეულია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად. არანაკლებ სასარგებლოა გოგრის თესლიც. დადასტურებულია, რომ ამ მწვანე მარცვლებს აქვს სამკურნალო ეფექტი როგორც შარდის ბუშტზე, ასევე პროსტატის ჯირკვალზე.

გოგრის თესლი შეიცავს სხვადასხვა აქტიურ კომპონენტებსა და საკვებ ნივთიერებებს:

არგინინსა და სხვა ამინომჟავებს, ფიტოსტეროლებს, ტერპენებს, ტოკოფეროლებს, მინერალებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს თუთიას. გოგრის თესლი გაჯერებულია E ვიტამინით, ომეგა-3-ით, ფოსფორით.

ზოგადად, თესლში არსებული ნაერთების ნარევი ეფექტურია პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი გადიდების, აგრეთვე გაღიზიანებული შარდის ბუშტისა და ჩვილების ენურეზის სამკურნალოდ.

1. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

თერაპიული ეფექტის მისაღწევად დღეში 10-15 გრამი გოგრის თესლი უნდა მიირთვათ.

პირველ რიგში, ეს დოზა შეამცირებს ღამით შარდვის საჭიროებას პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. მას არ აქვს უკუჩვენება, ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ რეგულურად, შიგადაშიგ აუცილებლად დაისვენეთ ხოლმე.

2. ბავშვთა ენურეზი (შარდის ბუშტის უნებლიე დაცლა, შარდის შეუკავებლობა)

ენურეზის სამკურნალოდ დღის განმავლობაში მიიღეთ 3 ს. კ. გოგრის დაფქული თესლი, დაამატეთ იოგურტებს, სმუზებს, წვნიანებს ან დესერტებს.

3. სახსრების ანთება

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული და ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით გოგრის თესლი  შესანიშნავი შემავსებელია სახსრების ანთების სამკურნალოდ.

 4. შარდმდენი და ანტიჰელმინთური საშუალება

ტრადიციულ ევროპულ მედიცინაში გოგრის თესლი  გამოიყენება როგორც შარდმდენი (ზედმეტი სითხის გამოსაყოფად) და ანტიჰელმინთური (ნაწლავის პარაზიტებთან საბრძოლველად) საშუალება.

მიიღეთ ზომიერად ეს საოცარი პროდუქტი, რადგან ძალიან კალორიულია და შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. საკვებს დაამატეთ ნედლი და დაფქული სახით, მოერიდეთ  მარილიანი და მოხალული სახით გოგრის თესლის გამოყენებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!