მალალეუკას ზეთი, იგივე ჩაის ხის ზეთი, კანის მოვლის საუკეთესო ეთერზეთია, რომელიც 92 სხვადასხავა კომპონენტისგან შედგება. მას გამჭირვალე ღია ყვითელი ფერი აქვს. მცენარე იზრდება როგორც ბუჩქის, ასევე ხის სახით და ახასიათებს ქაფურის მსგავსი სუნი.
მალალეუკას ეთერზეთი საოცრებებს ახდენს ჩვენი ორგანიზმისთვის. ზეთი ფართოდ ცნობილია თავისი უძლიერესი გამწმენდი შემადგენლობით.
ავსტრალიელი აბორიგენები აგროვებდნენ ჩაის ხის ფოთლებს, მის სურნელს შეისუნთავდნენ და ამ გზით იწმენდნენ სასუნთქ გზებს. ისინი აგრეთვე მის დაჭრილ ფოთლებს საფენების სახით დაზიანებულ კანზე იდებდნენ.
მალალეუკას ზეთს შეუძლია კანის გაწმენდა და მისთვის ჯანსაღი იერის მინიჭება. მას შეუძლია ძლიერი იმუნური სისტემის სტიმულირება.
მალალეუკას ზეთი უძლიერესი მკურნალია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. კერძოდ:
- ტკივილგამაყუჩებელი;
- ანტიბაქტერიული თვისებები;
- სოკოს საწინაღმდეგო;
- ანთების საწინააღმდეგო;
- ინფექციების საწინაარმდეგო;
- ანტიოქსიდანტური თვისებები;
- ანტისეპტიკური თვისებები;
- ანტივირუსული თვისებები;
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;
- იმუნური მასტიმულირებელი;
- ქსოვილების აღმდგენი;
შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩაის ხის ზეთი ადგილობრივად:
- ფრჩხილები რომ ჯანრთელად და ლამაზად გამოიყურებოდნენ, აბაზანის მიღების შემდეგ წაისვით ჩაის ხის ეთერზეთი.
- ზეთის რამდენიმე წვეთი დაამატეთ თქვენს სახის კანის გამწმენდ საშულებას და კანს მიანიჭეთ ჯანმრთელი იერი.
- გაღიზიანებულ კანზე დაიტანეთ ზეთის 1-2 წვეთი ისეთ ზეთებთან ერთად, როგორიცაა, ნუშის, ქოქოსის ან ჟოჟობას (უნაბის) ზეთი.
- ეფექტურ მკურნალად მოგევლინებათ შემდეგი ნაზავი: ჩაის ხის ზეთის 30 წვეთს დაამატეთ 10-10 წვეთი ლავანდისა და მიხაკის ეთერზეთები და 230 გრ ალოე ვერას გელი.
- ბაქტერიებისგან თავის დასღწევად ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ თქვენს კბილის ჯაგრისზე.
- ხელისგულებზე დაიტანეთ ჩაის ხის ზეთი, შეისუნთქეთ და გაიწმინდეთ სასუნთქი გზები.
შინაგანი გამოყენებისთვის:
იმუნიტეტის გასაძლიერებლად ჩაის ხის ზეთის 1 წვეთი გახსენით 120 მლ წყალში. აგრეთვე შეგიძლიათ დაამატოთ თბილ ჩაის, ციტრუსების წვენს.
დამატებითი გამოიყენება შემდეგ დაავადებათა სამკურნალოდ:
- აკნე;
- ყურის ტკივილი;
- ჰერპესი;
- პირის ღრუს არასასიამოვნო სუნი;
- ბაქტერიული ინფექციები;
- სოკოვანი ინფექციები;
- სასუნთქი გზების დაავადებები და ინფექციები;
- საშოს ინფექციები;
- მწერების ნაკბენები;
- გაგათავისუფლებთ ტილებისგან;
ჩაის ხის ზეთი შეინახეთ ისეთ ადგილზე, რომ ბავშვებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი და მოერიდეთ მის გამოყენებას შიდა ყურის, თვალების და სხვა მგრძნობიარე უბნების სამკურნალოდ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ეს ბუნებრივი სიმდიდრე და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.