საოცარი საშუალება, რომელიც კანს რადიკალურად ცვლის. აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები, უბრალოდ საშიანო პირობებში მოამზადეთ კანის მოვლის ეფექტური ლოსიონი, რომელიც მსუბუქად ათეთრებს კანს, გაგათავისუფლებთ მუწუკებისგან, გამონაყარისგან და ნაოჭებისგან.
რაში მდგომარეობს ნატურალური საშუალების სიძლიერე?
ლოსიონის ძირითადი ინგრედიენტი ოხრახუშია. ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით გაჯერებულ მწვანილს დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ოხრახუში გამოიყენება დიაბეტის, საშარდე გზებისა და თირკმელების დაავადებათა სამკურნალოდ, მოგიხსნით თვალის დაღლილობასა და ანთებით პროცესებს.
გარდა ამისა, ოხრახუში ხელს უწყობს კანზე ჭრილობების სწრაფად შეხორცებას, ასევე ნაზად ათეთრებს კანს. ოხრახუშის წყალობით თავს დააღწვეთ ანთებით პროცესებს, კანის გაღიზიანებას, ნაოჭებს, გაითეთრებთ და გაიხალისებთ კანს.
ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ოხრახუშის ფოთლები 2 ს. კ.
- ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- წყალი 200 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- აიღეთ ქვაბი, ჩაყარეთ ოხრახუშის ფოთლები, დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. უმჯობესია, გამოიყენოთ ქორფა მწვანილი. ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ გააციეთ.
- ოხრახუშის ცივი ნახარში გადაწურეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი ან ძმარი და მოურიეთ. ლოსიონი გდაიტანეთ მინის ჭურჭელში და მაცივარში შეინახეთ.
- ლოსიონით ყოველდღიურად, დილა-საღამოს, წაისვით სახეზე. რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ გაგიქრათ მუქი ლაქები, აკნე და კანი გაახალგაზრდავდა.
- თუ თქვენ გსურთ, გაიქროთ თვალების გარშემო მუქი წრეები და თვალების სიწითლე, მოამზადეთ ოხრახუშის ნახარში, მხოლოდ არ დაამატოთ ლიმონის წვენი და ძმარი.
- ნახარშით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და თვალები დილა-საღამოს ამოიწმინდეთ. ნახარში სამოქმედოდ 5 წუთი დაიტოვეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ ნატურალური ლოსიონი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.