ხელნაკეთი მალამო, რომლის დახმარებითაც მუხლებისა და წელის ტკივილი წარსულში მოვიტოვე. ყველას ვურჩევ

4 უმარტივესი ინგრედიენტის კომბინაციით მომზადებული უძლიერესი მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ ზურგის,  ართრიტის, ოსტეოართრიტის, სახსრების, ძვლებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალოდ.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი
  • მდოგვი (მდოგვის ფხვნილს დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული მასა 3 საათი გააჩერეთ სითბოში)
  • წმინდა ზღვის მარილი
  • საკვები სოდა

მომზადების წესი:

სუპერ ეფექტური მალამო უმარტივესი მოსამზადებელია. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით და კარგად აურიეთ ხის კოვზით. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ მაცივარში. მალამო გამოსაყენებლად ვარგისია 6 თვე.

გამოყენების წესები:

მალამოს გამოყენებამდე მტკივნეული ადგილი გაიწმინდეთ და თხელ ფენად გადაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, ან საბავშვო კრემი. შემდეგ უშუალოდ მტკივნეულ ადგილზე  წაისვით მალამო და დაიფინეთ საკვების ცელოფანი. დაითბუნეთ შარფით ან ნებისმიერი თბილი ქსოვილით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 2 საათი. რეკომენდებულია პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მაქსიმალური შედეგის მისაღებად, მალამო გამოიყენეთ 5 დღის განმავლობაში. მალამოს პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ ტკივილის შემსუბუქებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!