როდესაც თმის საფარი ძალიან შემითხელდა, ამ საშინაო საშუალებებმა მიხსნა. გამოცდილი და ეფექტურია

ქერტლი საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც იწვევს დისკომფორტსა და ქავილს. ქერტლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნერვიულობა და სტრესები, ინტენსიური ოფლიანობა, ჰორმონალური დისბალანსი, შამპუნი, საღებავი, მუსი, ქაფი, ლაქი და ა. შ.

ქერტლი არის სოკო, რომელიც იკვებება თავის კანის ცხიმით, ზოგჯერ ის ინტენსიურად იწყებს გამრავლებას და აღიზიანებს კანს.

როგორ უნდა ვებრძოლოთ ქერტლს?

მოცემული პრობლემის აღმოფხვრა შეგიძლიათ მარტივი ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი ინგრედიენტებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ თმის გაძლიერებას, შეიჩერებთ თმის ცვენას და გექნებათ აბრეშუმისებრი მბზინვარე თმა.

1. ალოეს გელი

ალოეს გელი შეიზილეთ თმის ძირებზე, დაიყოვნეთ 20-25 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

რეკომენდებულია ალოეს გელის გამოყენება ყოველი დაბანის წინ, ქერტლის სრულ გაქრობამდე.

2. ძმარი

ძმარი არის ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტი. აურიეთ 3 წილი წყალი და 1 წილი ძმარი. ნარევი შეიზილეთ თმაზე და  სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

3. სალბი და როზმარინი

1 ს. კ. სალბს და 1 ს. კ. როზმარინს (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე გამხმარი) დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული  წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. ნაყენი გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებზე. გაიჩერეთ 20-30 წუთი და თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. ზეითუნის ზეთი

დაიტანეთ ზეთი თავის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთებთ მსუბუქ მასაჟს. შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. ზეითუნის ზეთი ატენიანებს თავის კანს, მოგაშორებთ ქერტლს და აძლიერებს თმის ძირებს.

5. საკვები სოდა

დაისველეთ თმა და თავის კანზე შეიზილეთ ცოტა საკვები სოდა. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესი მიხედვით დაიბანეთ.

სოდის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

შეგიძლიათ სოდა დაამატოთ თქვენს შამპუნს.

სოდა ქერტლის გამომწვევი სოკოს საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა.

6. ცხარე წითელი წიწაკის ნაყენი

4-5 ცალი წითელი ცხარე წიწაკა დაჭერით და ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში. ქილა გაავსეთ სპირტით და  გააჩერეთ 15-20 დღე.

მომზადებული ნაყენი დღეში 1-2-ჯერ შეიზილეთ თმის ძირებზე.

ნაყენი ააქტიურებს თმის ძირებს, კვებავს თმას, ასწრაფებს ზრდას, შეგიჩერებთ თმის ცვენას და მოგაშორებთ  ქერტლს.