მუცელზე და გვერდებზე ცხიმის დაგროვება რომ შეაფერხოთ და ის ენერგიად გარდაქმნათ, მიიღეთ ნატურალური საშუალება

წელის არეში დაგროვილი ცხიმები და ზედმეტი კილოგრამები არასწორი და დაუბალანსებელი კვების შედეგია. შედეგია იმისა, რომ თქვენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები გაქვთ. სამწუხაროდ, ამ მიდამოებში არასასურველი კილოგრამების აღმოფხვრა ძალიან რთულია.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნიორი, დარიჩინი და ლიმონი. ინგრედიენტების სწორი კომბინაციით შეძლებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემათა აღმოფხვრას და მნიშვნელოვნად შეიმცირებთ წელის გარშემოწერილობას. მოცემული ნახარში  გაგათავისუფლებთ სოკოსგან და პარაზიტებისგან.

სასმელი უმარტივესი მოსამზადებელია. სულ რაღაც 15 წუთში, ხელთ გექნებათ უძლიერესი საშუალება, რომლის წყალობითაც შეძლებთ ცხიმების დაწვას და გაიმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 3 კბილი
  • ლიმონი 1 ცალი
  • წყალი 3 ჩ. ჭ.
  • დარიჩინის 2 ჩხირი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აადუღეთ წყალი, დაამატეთ დაჭრილი ნიორი, დარიჩინი და ადუღეთ 8 წუთი. ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ დაჭრილი ლიმონი, 5 წუთი გააჩერეთ და შემდეგ მიიღეთ.
  2. მომზადებული ნახარშის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ უზმოზე, საუზმის წინ, მაგრამ თუ თქვენ კუჭის პრობლემები გაქვთ, მაშინ მიიღეთ საუზმიდან 30 წუთის შემდეგ.
  3. ნახარშის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, წელის გარშემოწერილობა 5 სანტიმეტრით იკლებს.

მოამზადეთ უმარტივესი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.