ტკივილი და სიმძიმის განცდა კიდურებში რძის შრატის დახმარებით დავამარცხე. დღეს თქვენც გასწავლით

4839

მარტივი და საოცრად ეფექტური რეცეპტი მათთვის ვისაც ფეხების ტკივილი ტანჯავს. ტკივილი, რომელიც გაუსაძლისია და ძვალსა და რბილში ატანს. ტკივილი, რომლისგანაც თავის დასაღწევად ძალისხმევას არ იშურებთ, მაგრამ მისი გაყუცება მხოლოდ დროებითია.

სტატიაში შემოგთავაზებთ მკურნალობის ხალხურ მეთოდს. ღამით ჩაყავით ფეხები ცხელ შრატში (გააცხელეთ იმ ტემპერატურამდე, რომელსაც გაუძლებთ) და დააყოვნეთ ფეხები, სანამ შრატი არ გაცივდება. შემდეგ ჩაიცვით წინდები და დაწექით. პროცედურა გაიმეორეთ კიდევ 3-ჯერ.

დამერწმუნეთ, რომ იმ ღამეს მშვიდად დაიძინებთ. და რაც ყველაზე გასაოცარია, შრატით მკურნალობა ვარიკოზული ვენების დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეთოდი ზიანს არ მოგაყენებთ და გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.

ასე, რომ ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყველას გირჩევთ, რომ მათ მოსაგვარებლად შრატი გამოიყენეთ. მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრებიც განკურნოთ. ჩემმა მეგობარმა თავისი კატა შრატის საშუალებით გამოაჯანმრთელა, რომელსაც თათი ჰქონდა შესიებული. ერთი პროცედურის შემდეგ ფისო ძველებურად დარბოდა.

შრატი აბსცესისგან (მტკივნეული და შესიებული ჩირქით სავსე გროვა კანქვეშ) განკურნებაშიც დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ თითი დაგიჩირქდათ, შრატი გააცხელეთ და ჩაყავით დაზიანებული ადგილი. 2 პროცედურის შემდეგ განიკურნებით.

რძის შრატი (დაახლოებით 5 საათის მომზადებული) საუკეთესო ტუტე პროდუქტია მთელ მსოფლიოში. მის შემადგენლობაში შედის ყველა ის სასარგებლო ნივთიერება, რომელიც რძეშია. არ არის ალერგიული და ეს ნატურალური პროდუქტი 100 %-ით დიეტურია. შრატის გამოყენება  ნებისმიერი ასაკის ქალისთვის სასარგებლოა.

რძის შრატი შეგიძლიათ მიიღოთ საშინაო პირობებში ხაჭოს  მომზადებისას, რომელიც აგრეთვე ტუტე პროდუქტებს მიეკუთნება.

შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში ხაჭოს მომზადების ერთ-ერთ უმარტივეს რეცეპტს. აიღეთ 1-2 ლ ნატურალური ფერმენტირებული რძე და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე. შეგიძლიათ რძე ქვაბში ან მინის ქილაში ჩაასხათ, შედარებით დიდი ზმოის ქვაბში ჩააფინეთ ბამბის ქსოვილი, ჩადეთ ქილა და დადგით დაბალ ცეცხლზე.

გააცხელეთ მანამდე, სანამ შრატი (მოყვითალო სითხე) არ გამოიყოფა და სასურველი კონსისტენციის ხაჭოს არ მიიღებთ. ამ პროცესს დაახლოებით 1-2 საათი დასჭირდება. ხაჭო ცალკე გადმოიღეთ და გემრიელად მიირთვით. შრატის დალევაც შეგიძლიათ, ოღონდ უშაქროდ მიიღეთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ პურისა და სხვადასხვა ნუგბარის გამოსაცხობად.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შრატი უძლიერესი ნატურალური პროდუქტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.