როგორ ავირიდოთ თავიდან კანის მოდუნება კისრის, დეკოლტისა და ხელების ზონაზე საშინაო რეცეპტით

დაკარგული სიმკვრივე, მოშვებული კანი მკლავებზე, ყელზე, მუცელზე და თეძოებზე-კანის პრობლემები, რომლებიც ქალბატონებში 45 წელს ზემოთ იჩენს თავს. დიეტები, სწრაფი გახდომა, ჰორმონალური დისბალანსი-ყველაფერი აისახება კანის მდგომარეობაზე. ასაკის მატებასთან ერთად უჯრედები კარგავს სწრაფად აღდგენის უნარს. საბედნიეროდ, უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა რეგულარული გამოყენება კანს ამკვრივებს და მას სიგლუვეს ანიჭებს.

ქაფურის ზეთი-კანისა და თმის მოვლის პოპულარული და ეფექტური საშუალება. იგი ეფექტურად გამოიყენება გამონაყარის წინააღმდეგ, ნაწიბურების აღმოსაფხვრელად, ნაოჭების გასასწორებლად, ასწრაფებს თმის ზრდას. მდიდარი შემადგენლობის წყალობით აქვს უჯრედის აღდგენისა და კანის  გამკვრივების უნარი.

დაიმახსოვრეთ! ქაფურის ზეთის გამოყენება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებულთათვის და მათთვის ვისაც  პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ახასიათებს.

ყავა მათი ერთგული თანაშემწეა, ვისაც კანის პრობლემები აქვს. ის ააქტიურებს გაცვლით პროცესებს, აძლიერებს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. აფერხებს კანის კიბოს განვითარებას.

კოსმეტიკური თიხა რამდენიმე სახის არსებობს და თითოეულს უნიკალური თვისებები ახასითებს. კანის მოვლისთვის ყველაზე ეფექტური ლურჯი და შავი თიხაა.

კანის მოვლის საოცარი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ყავის ნალექი 2 ს. კ.
  • ქაფურის ზეთი 0,5-1 ჩ. კ.
  • კოსმეტიკური თიხა 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინსტრუქციის მიხედვით თიხა წყალში ისე გააზავეთ, რომ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ.
  2. დაამატეთ ყავის ნალექი და ქაფურის ზეთი. ქაფურის ზეთი ინდივიდუალურად უნდა გამოიყენოთ კანის მგრძნობელობის მიხედვით. უმჯობესია მისი გამოყენება ნახევარი ჩაის კოვზიდან დაიწყოთ.
  3. მომზადებული მასა კარგად შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე და თერმული ეფექტის უზრუნველსაყოფად შემოიხვიეთ პარკი. 30-40 წუთის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და შეიზილეთ მკვებავი მალამო.
  4. თუ 2-3 კვირის განმავლობაში 10 პროცედურას ჩაიტარებთ, კანს გაიმკვრივებთ. ეფექტს პირველი პროცედურის შემდეგ   შეამჩნევთ. კანი გახდება გლუვი და ელასტიური.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ, რომ ცხელ და თბილ დღეებს ლამაზად შეხვდეთ.