როგორ გამოვიყენოთ დაფნა წელის ტკივილისა და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ

ოსტეოქონდროზი არის ძირითადი მიზეზი ზურგის ტკივილისა. მათთვის ვისაც ქრონიკული ოსტეოქონდროზი აქვს ერთ-ერთ საუკეთესო მკურნალად დაფნის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშუალებები ითვლება.

შემოგთაბაზებთ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული სამურნალო საშუალებების რეცეპტებს.

დაფნის ზეთი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. ჭ.
  • დაფნის ფოთოლი (წვრილად დაჭრილი) 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

დაფნის ფოთოლს დაასხით ზეითუნის ზეთი და 15 დღე გააჩერეთ თბილ ადგილას. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ზეთი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე, შეიხვიეთ თბილად და მთელი ღამით დაიტოვეთ.

დაფნის ნაყენი

საჭირო ინგრედიენტები:

  • დაფნის ფოთოლი (წვრილად დაჭრილი) 1 ჩ. კ.
  • ადუღებული წყალი 1,5 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ თერმოსი, ჩაყარეთ დაფნა, დაასხით ადუღებული წყალი და 4 საათით გააჩერეთ.
  2. შემდეგ გადაწურეთ და 12 საათის განმავლობში მიიღეთ ყლუყლუპობით.
  3. მკურნალობის ხანგრძლივობა 4 დღე.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.