შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი ნამცხვრის, ,,ყარაყუმის“, რეცეპტს. ფხვიერი ცომისა და ხილის კომბინაციით საოცრად გემრიელ დესერტს მიიღებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ჯემი, მაგრამ უმჯობესია ცოცხალი ხილით მოამზადოთ. ძალიან უხდება ალუბალი, მარწყვი, ბანანი.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი ან მარგანინი 200 გრ
- შაქარი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
- 4 ცალი კვერცხის გული
- სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
- ვანილი მწიკვი
ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 კვერცხის ცილა
- შაქარი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი
- ლიმონმჟავა მწიკვი
- ვანილი მწიკვი
- ხილი თქვენთვის სასურველი
მომზადების წესი:
- კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისგან.
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ ფქვილი, სოდა, ვანილი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი ცხიმიანი ცომი.
- კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ფხვიერ ცომს.
- ცომი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. ცომის შედარებით პატარა ნაწილს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და შედეთ საყინულეში. თუ თქვენი ოჯახის წევრებს უყვართ კაკაო, ცომის შედარებით პატარა ნაწილი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ერთი გუნდა დატოვეთ თეთრი, ხოლო მეორეს დაამატეთ 2 ს. კ. კაკაო.
- ხოლო ცომის დიდი ნაწილი 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- ამზადებთ ბეზეს. 4 კვერცხის გული ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე, ნაწილ-ნაწილ დაამატეთ შაქარი, მწიკვი ლიმონმჟავა, ვანილი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი (დიდი ნაწილი) გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ საცხობ ფორმაზე. ცომზე თანაბრად გაანაწილეთ თქვენთვის სასურველი ხილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინულიც).
- ხილზე გადაუსვით ბეზე. შემდეგ დაახეხეთ გაყინული ცომი. თუ კაკაოს ცომით ამზადებთ, ჯერ კაკაოს ცომი დაახეხეთ, შემდეგ_ თეთრი ცომი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.
დესერტი ფორმიდან არ ამოიღოთ. გააგრილეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.
შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი. მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ,,ყარაყუმი“, მართლაც, საოცრებაა. გემრიელად მიირთვით!