თურქული ცომის მარტივი რეცეპტი, რომელიც საუკეთესოა ღვეზელებისა და ფუნთუშებისთვის

შემოგთავაზებთ არომატული თურქული ცომის რეცეპტს, რომელიც საუკეთესოა ღვეზელების, ფუნთუშებისა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 6 ჩ. ჭ.
  • მინერალური წყალი 1 ჩ. ჭ.
  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • საფუარი 7 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • ზეთი 1 ჩ. ჭ.
  • მარილი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი და საფუარი აურიეთ. რძე ოდნავ შეათბეთ.
  2. დიდ თასში ჩაასხით რძე, ზეთი, მინერალური წყალი, დაამატეთ შაქარი, მარილი და აურიეთ. შემდეგ თანდათან შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ რბილ ცომს. გადააფარეთ ცელოფანი ან ტენიანი პირსახოცი და საათ-ნახევრით დააყოვნეთ სითბოში.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი ჩაზილეთ და გააჩერეთ კიდევ ერთი საათი.

თურქული ცომი მზად არის. ცომი 3-5 დღე შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და საჭიროების მიხედვით გამოიყენოთ.