საკვები სოდა ან ნატრიუმის ბიკარბონატი, საოცარი პროდუქტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა მოსაგვარებლად, კოსმეტოლოგიური ხაზით, კულინარიაში, სახლში სისუფთავის დასაცავად.
ამ ბიუჯეტურ ინგრედიენტს, ჯერ კიდევ, ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ აქტიურად.
შემოგთავაზებთ საკვები სოდის გამოყენების რამდენიმე მარტივ ხერხს:
1. სოდა ბუნებრივი დეოდორანტი
სოდა საუკეთესო ალტერნატივაა კომერციული დეოდარანტების. წაისვით ცოტა სოდა იღლიებზე, ტერფებზე, სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ გზით ხელს შეუწყობთ უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.
2. მწერების ნაკბენებისა და შხამიანი სუროს მკურნალი
საკვებ სოდას დაამატეთ იმ რაოდენობის ცივი წყალი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. ნარევი წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. ამ გზით შეძლებთ მწერების ნაკბენებისა და შხამიანი სუროთი გამოწვეული ქავილისა და გამონაყარის მკურნალობას, ტკივილის დაამებას.
3. მკურნალობს გულძმარვას, საჭმლის მონელების დარღვევას და წყლულებს
საცხობი სოდა საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა კუჭის წყლულის, საჭმლის მონელების, გულძმარვისა და მჟავა რეფლუქსის სამკურნალოდ.
მოცემულ პრობლემათა შესამსუბუქებლად გახსენით ნახევარი ჩ. კ. სოდა ნახევარ ფინჯან წყალში და დალიეთ.
4. ფეხისა და ტანის სკრაბი
მოამზადეთ სოდისა და წყლის პასტისებური ნარევი (3 წილი სოდა და 1 წილი ცივი წყალი). ნარევი შეიზილეთ ფეხებზე, ქუსლებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტანის სკრაბი. ამ გზით შეძლებთ მკვდარი უჯრედების აქერცვლას. კანი დაგირბილდებათ, გაგიხდებათ გლუვი. პროცედურის ბოლოს აუცილებლად წაისვით მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი.
5. დამამშვიდებელი ნარევი
სოდისა და ვაშლის ძმრის კომბინაციით მიიღებთ ალერგიის საწინააღმდეგო უძლიერეს სამკურნალო ნარევს. მოცემული ნარევის გამოყენება შეგიძლიათ ჭინჭრის ციებისა და კანის სხვა პრობლემის დროს.
მოამზადეთ თბილი წყლის აბაზანა, დაამატეთ 3 ს. კ. სოდისა და 1 ჩ. ჭ. ვაშლის ძმრის ნარევი და ჩაწექით 10-15 წუთი.
6. წმენდს ხელებს
აურიეთ 3 წილი სოდა და 1 წილი წყალი. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ხელებზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით.
სოდის გამოყენების შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.
7. მზეზე მიღებული დამწვრობების სამკურნალოდ
მზეზე მიღებული დამწვრობა საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ კანის დამშვიდებას და უსიამოვნო შეგრძნებების აღმოფხვრას შეძლებთ სოდიანი თბილი წყლის აბაზანებით.
ნახევარი ჭიქა სოდა წინასწარ გახსენით 1 ჭიქა წყალში. აბაზანა გაავსეთ თბილი წყლით, შეურიეთ სოდიანი ნარევი და ჩაწექით 20-30 წუთი. თუ აბაზანის მიღება არ გიხერხდებათ, მაშინ სოდისა და წყლის ნარევით გაჯერეთ ქსოვილი და დაიფინეთ დამწვარ კანზე.
8. სოდა აღგავსებთ ენერგიით
სოდა აღგავსებთ ენერგიით, გმატებთ გამძლეობას. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი სოდის კაფსულების მიღება.
9. ბუნებრივი კბილის პასტა
სოდას აქვს უნარი იზრუნოს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ სუნთქვაზე, კბილების სითეთრეზე. სოდა ხელს უშლის კბილებზე ნადების წარმოქმნას და ანადგურებს პირის ღრუს ბაქტერიებს და ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი კომერციული სავლები საშუალება თუ კბილის პასტა.
ხელნაკეთი კბილის პასტის მოსამზადებლად 6 წილ სოდას დაამატეთ 1 წილი მარილი (მაგალითად, 6 მწიკვი სოდა და 1 მწიკვი მარილი) და გაიხეხეთ კბილები. არ გაიხეხოთ ჯაგრისით, უმჯობესია, გაიხეხოთ თითით. შეეცადეთ, გაიჩეროთ რამდენიმე წუთი.
ხელნაკეთი კბილის პასტა გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.
10. კბილების მათეთრებელი
საკვები სოდა კბილების უძლიერესი მათეთრებელი საშუალებაა.
მარწყვი გაჭერით შუაზე. მარწყვის ნახევარი ჩაყავით საკვებ სოდაში და გაიწმინდეთ კბილები. სამოქმედოდ დატოვეთ 10-15 წუთი და ბოლოს გამოივლეთ წყალი.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოცემული მეთოდით კბილები გაიხეხეთ კვირაში 1-2-ჯერ.
11. სოდა და სახლის სისუფთავე
მოამზადეთ სოდისა და ვაშლის ძმრის ნარევი. სადეზინფექციო ხსნარი გადაიტანეთ სპრეი ბოთლში და გამოიყენეთ ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად. ეს უსაფრთხო და საოცრად ეფექტური საშუალება გაგიადვილებთ დალაგების პროცესს.