თვალის კუთხეებში გაჩენილი ნაოჭების ქსელს მშვენიერი ქალბატონების წარმომადგენელთა განწყობის გაფუჭება შეუძლია. ქუთუთოების კანი ძალიან ნაზი და დელიკატურია, რადგან ამ ადგილებში კანს არ აქვს ცხიმოვანი ფენა და შესაბამისად კარგავს ელასტიურობასა და სიმკვრივეს.
ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს კანს და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას. სამწუხაროდ, ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ხალხური მედიცინა მდიდარია უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი რეცეპტებით.
სტატიაში შემოგთავაზებთ თვალის გარშემო კანის მოვლის მალამოს რეცეპტს, რომლის ყველა ინგრედიენტი ჰიპოალერგიულია. სანამ მალამოს გამოიყენებდეთ ჩაიტარეთ ტესტი და გაარკვიეთ, მის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია ხომ არ გაქვთ.
საოცრად ეფექტური მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
- E ვიტამინი 2 კაფსულა
- საკმევლის ეთერზეთი 2 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ თასი და ჩაასხით ქოქოსის ზეთი, დაამატეთ E ვიტამინი, საკმევლის ეთერზეთი და აურიეთ.
- მომზადებული მალამო მოათავსეთ მინის კონტეინერში ან ქილაში და მაცივარში შეინახეთ.
- დაძინებამდე 2 საათით ადრე მალამო დაიტანეთ თვალების გარშემო კანზე და ფრთხილად წაისვით.
- შემდეგ კი ნარჩენები ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ.
სტატიაში შემოთავაზებული საშუალება ქუთუთოების თხელი კანის მაცოცხლებელი ელექსირია. მალამო შეგიძლიათ გამოყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლად. ახლა უკვე კანის მოვლისა და გამწმენდი საშუალება ერთ ქილაში გაქვთ.
მოამზადეთ შემოთავაზებული საოცრება და შეაფერხეთ თვალების კუთხეებში არასასურველი ნაოჭების წარმოქმნა და კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეთ სილამაზე და ახალგაზრდობა.