კარტოფილი პორტუგალიურად დაუჯერებლად გემრიელი კერძია, რომლის გემოს ვერ დაივიწყებთ. კერძი მოსამზადებლადაც უმარტივესია და ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
უგემრიელესი კარტოფილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კარტოფილი 500-600 გრ
- ნიორი 2-3 კბილი
- მარილი გემოვნებით
- კარაქი გემოვნებით
- როზმარინი გემოვნებით
- შავი პილპილი
მომზადების წესი:
- კრტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. 2-3 კბილი ნიორი წვრილად დაჭერით. საცხობი ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ნიორი.
- კარტოფილი გადაწურეთ, გაფცქვენით და ერთ ფენად დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. კარტოფილები მსუბუქად ჩაჭერით ისე, რომ ოდნავ გადაიხსნას და ჩადეთ ცოტა-ცოტა კარაქი ან მოასხით ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და როზმარინი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და კარტოფილი გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილი გადმოიტანეთ ლანგარზე და გემრიელად მიირთვით.