სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი კეტჩუპის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. რამდენიმე წუთი და თქვენს სამზარეულოში საოცარი სურნელი დატრიალდება.
საჭირო ინგრედიენტები:
- ყავისფერი შაქარი 1 ს. კ.
- ადუღებული წყალი 100 მლ
- ხახვი (საშუალო ზომის) ნახევარი
- ტომატის პასტა 200 მლ
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- ძმარი 3 ჩ. კ.
- მდოგვი ½ ჩ. კ.
- პიმპილი და სხვა სანელებელები გემოვნებით
მომზადების წესი:
საშუალო ზომის ხახვის ნახევარს დაასხით ადუღებული წყალი, დაამატეთ ყვისფერი შაქარი და დააბლენდერეთ. აიღეთ ცალკე ჭურჭელი და ქილიდან გადმოიტანეთ ტომატი, დაამატეთ სასურველი სანელებლები, მარილი, ძმარი, მდოგვი, შაქრიანი მასა და კარგად აურიეთ.
საშინაო პირობებში მომზადებული კეტჩუპის გემო გაგაოცებთ. მოამზადეთ მექსიკური კარტოფილი, კანჭი, სხვა გემრიელი კერძები და კეტჩუპთან ერთად ისიამოვნეთ.