როგორ გადავიჭიმოთ სახის კანი მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დახმარებით

სტატიაში შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტს, რომელიც მხოლოდ ერთი ინგრედიენტისგან შედგება. მოამზადეთ შემოთავზებული ნიღაბი და შედეგი აღგაფრთოვანებთ, დაზოგავთ ფულს და აიცილებთ უარყოფით შედეგებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს მალამოებმა და სხვა სამკურნალო საშუალებებმა.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სელის თესლი ½ ჩ. ჭ.
  • წყალი 200 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ნიღაბი უმარტივესი მოსამზადებელია. აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ სელის თესლი და მოურიეთ, სანამ წყალი არ ადუღდება.
  2. რამდენიმე წუთის შემდეგ გამორთეთ, გადააფარეთ მარლა და გააჩერეთ მთელი დღით. შემდეგ გადაწურეთ.
  3. მომზადებული მასით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და წრიული მოძრაობებით დიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე.
  4. 5-6 წუთის შემდეგ, როდესაც ნიღაბი გაშრება, კვლავ წაისვით. იგივე პროცედურა გაიმეორეთ დაახლოებით 4-5-ჯერ.
  5. 2 კვირის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ. სელის თესლის წყალობით კანს მიანიჭებთ სიგლუვესა და სიმკვრივეს.
  6. სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ამინომჟავებს, ომეგა-3, რაც მას შესანიშნავ კოსმეტიკურ პროდუქტად აქცევს.
  7. სელის თესლის ნიღაბის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

გამოიყენეთ სელის თესლი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.