როგორ მოვიშოროთ ნაოჭები ტუჩების გარშემო ხელმისაწვომი საშინაო საშუალებებით

2410

კანი ზედა ტუჩის ზემოთ და თვალების გარშემო ყველაზე მგრძნობიარე და ნაზია. ზედა ტუჩის ზემოთ კანზე  ვერტიკალური ნაოჭების წარმოქმნას ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების არ არსებობა.

დღის განმავლობაში ადამიანს მუდმივად უწევს საუბარი, რაც იწვევს წრიული კუნთის შეკუმშვას პირის ღრუს მიდამოში. ამ დროს კანი იწყებს დაჭიმვას, რის გამოც სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნება. სწორედ ამის შედეგად, კოლაგენის ბოჭკოები იშლება. ეს პრობლემა ხშირად თავს იჩენს 40 წელს ზემოთ ქალბატონებში.

ძვირფასო ქალბატონებო, ამ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით არ ინერვიულოთ, სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საოცრად ეფექტური ნიღბების რეცეპტებს. შემოთავაზებული ნიღბები შედეგით აღგაფრთოვანებთ და ამავე დროს ამ მეტად საჭირბოროტო პრობლემას მოაგვარებთ უმარტივესი გზით, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე.

1. კიტრის ნიღაბი

აიღეთ კიტრი და გახეხეთ წვრილ სახეზე. მიღებულ მასას დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. თაფლი, 1 ჩ. კ. არაჟანი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ ნაოჭებით დატვირტულ ადგილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ბანანის ნიღაბი

აიღეთ ნახევარი ბანანი და აურიეთ 1 ს. კ. არაჟანი. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ბარდის ნიღაბი

აიღეთ 2 ს. კ. ბარდა, დაამატეთ 1 ს. კ. კეფირი, კარგად აურიეთ და შემდეგ დაიტანეთ სახის კანზე. ნიღაბი 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. მჟავე კომბოსტო

ნიღაბს მომზადება არ სჭირდება. უბრალოდ აიღეთ მჟავე კომბოსტო, დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე და 10 წუთი გაიჩერეთ.

5. თაფლი და ალოე

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ. კ. თაფლი და იმავე რაოდენობის ალოეს წვენი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ სახის კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ასევე არ დაივიწყოთ ყინულის ეფექტურობაც. ყინულის ნატეხები წაისვით სახეზე. ყინული პირველი შეხებისთანავე ასტიმულირებს კანს. განსაკუთრებით მისი გამოყენება სასარგებლოა დილით. იმისათვის, რომ ყინულის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ყინულის კუბიკების მოსამზადებლად წყალს დაამატეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და 1 ს. კ. ბაბუაწვერას წვენი.

თუ გსურთ, რომ არ დაუშვათ ნაოჭების ნაადრევად წარმოქმნა, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები:

  1. ყოველდღიურად მიიღეთ 1 ლიტრზე მეტი წყალი.
  2. აუცილებელია გეძინოთ 7 საათი.
  3. აკონტროლეთ თქვენი მიმიკა.
  4. გამოიყენეთ ხარისხიანი კოსმეტიკა.
  5. რეგულარულად გაიკეთეთ სახის მასაჟი.
  6. სახე ცივი წყლით დაიბანეთ.
  7. გულმოდგინედ ნუ გაიწმენდთ პირსახოცით.
  8. უარი თქვით ისეთ მავნე ჩვევაზე როგორიც მოწევაა.
  9. უარი თქვით კოქტეილის ჩხირების გამოყენებაზე.

თუ თქვენ გამოიყენებთ შემოთავაზებულ ნიღბებს და გაითვალისწინებთ მოცემულ რჩევებს, შეძლებთ ხელი შეუშალოთ ნაოჭების ნაადრევად წარმოქმნას და გათავისუფლდეთ არსსებული ნაოჭებისგან.