ორი ძირითადი კომპონენტი და უგემრიელესი ღვეზელი მზად არის

შემოგთავაზებთ უმარტივესი კერძის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები.

რბილი და ნაზი კარტოფილის ღვეზელი დაფარულია ძალიან გემრიელი და ხრაშუნა ქერქით. ღვეზელი შეგიძლიათ ხორციანი კერძის გარნირადაც გამოიყენოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 6-7 ცალი
  • ხმელი ყველი 150-200 გრ
  • კარაქი 50 გრ
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად და შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ ფორმის კედლებზეც ამოიტანოთ და წაუსვით კარაქი. შემდეგ პირველ ფენად დააწყვეთ კარტოფილი, მოაყარეთ ცოტა გახეხილი კარაქი და ყველი, შემდეგ ისევ კარტოფილი და ასე გააგრძელეთ ინგრედიენტების ამოწურვამდე. ბოლო ფენა აუცილებლად უნდა იყოს ყველი.
  3. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 50-60 წუთი (ბოლოს ცოტა აუწიეთ). ღუმელიდან 5-10 წუთის შემდეგ გამოიღეთ.
  4. ღვეზელი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ, რადგან ცხელი შეიძლება დაგეშალოთ.

კარტოფილისა და ყველის ოქროსფრად დაბრაწული ღვეზელი გადმოიტანეთ ლანგარზე და მიიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!