იმუნომასტიმულირებელი ნატურლური ნარევი ბავშვებისა და მშობლებისთვის. ასე ვიცავ ჩემს შვილებს სხვადასხვა დაავადებებისგან

ადამიანის ორგანიზმს ჯანმრთელობის დაცვის მთელი სისტემა აქვს, რომელსაც იმუნიტეტი ეწოდება. იმუნიტეტი უჯრედულ დონეზე ქმნის ბარიერს ვირუსების, ბაქტერიების, კიბოს უჯრედების წინააღმდეგაც კი. ეს ძალიან რთული სისტემა მუდმივად საჭიროებს ზრუნვას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით გაიძლიერებთ იმუნიტეტს. მათი გამოყენება დასაშვებია როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

არსებობს უამრავი საკვები პროდუქტი, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუქნქციონირებაზე, სისხლის ფორმირებაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ძილზე, ადამიანის განწყობაზე და ისინი აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას. ეს პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და სასრგებლოა როგორც უფროსებისთვის, ასევე 3 წელს ზემოთ ბავშვებისთვისაც.

სტატიაში შემოგთავაზებთ ორ საოცრად ეფექტურ და სასარგებლო სასშუალების რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად ძალიან მარტივია.

,,ჯანმრთელობის ბომბი“ ბავშვებისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქიშმიში 100 გრ
  • ნიგოზი 150 გრ
  • ნუში 100 გრ
  • ლიმონი 2 ცალი
  • გარგრის ჩირი 100 გრ
  • შავი ქლიავის ჩირი 100 გრ
  • თაფლი 250-300 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ხორცსაკეპ მანქანში გაატრეთ ქიშმიში, ნიგოზი, ნუში, ლიმონი, შავი ქლიავისა და გარგრის ჩირები. დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში და 1-2 დღით გააჩერეთ სიბნელეში.
  2. 3 წელს ზემოთ ბავშვებს მიეცით დღეში 1 ჩ. კ., ხოლო მოზარდებს-1-2 ჩ. კ.
  3. ვიტამინების კრებული აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.

,,ჯანმრთელობის ბომბი“ უფროსებისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • გარგრის ჩირი 200 გრ
  • შავი ქლიავი 200 გრ
  • ლეღვის ჩირი 200 გრ
  •  ნიგოზი 200 გრ
  • ლიმონი 1 ცალი
  • კონიაკი 50 მლ
  • თაფლი 250 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

გაატერეთ ხორცსაკეპ მანქანაში ჩირები, დაამატეთ თაფლი, კონიაკი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტენეთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში და გადაიტენეთ მაცივარში.

ყოველი ჭამის წინ მიიღეთ 1 ს. კ.

თუ თქვენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ ხალხური მედიცნის რეცეპტების მიხედვით მომზადებული ნებისმიერი საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

მოამზადეთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები, გაიძლიერეთ იმუნიტეტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.