ჭურჭლის, მინებისა და იატაკის სარეცხი საშუალებები საკუთარი ხელით, რომლებიც ქიმიაზე ბიუჯეტური და არანაკლებ ეფექტურია

შემოგთავაზებთ სახლის მოვლის ხელნაკეთი საშუალებების რამდენიმე რეცეპტს. უმარტივესი ინგრედიენტები, მცირე ძალისხმევა და რამდენიმე წუთში შეძლებთ მოამზადოთ ბიუჯეტური, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭლის სარეცხი გელი, მინებისა და იატაკის საწმენდი ხსნარები.

ჭურჭლის სარეცხი გელი

ჭურჭლის სარეცხი ხელნაკეთი გელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნახევარი სარეცხი საპონი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს. კ. არაყი
  • 8 ს. კ. გლიცერინი

მომზადების წესი:

საპონი გახეხეთ, დაასხით წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე, მოურიეთ და აადუღეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაამატეთ არაყი, გლიცერინი და ათქვიფეთ მიქსერით. მომზადებული გელი გამოსაყენებლად ვარგისია 14 დღე.

მინების საწმენდი სითხე

შემოთავაზებული საშუალება საუკეთესოა მინებისა და სარკეების გასაწმენდად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • პულვერიზატორიანი ბოთლი
  • წყალი 2 ჩ. ჭ.
  • სპირტი 50 მლ
  • ლიმონის ეთერზეთი 2 წვეთი (სურვილისამებრ)
  • ძმარი 50 მლ

მომზადების წესი:

ბოთლში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები, შეანჯღრიეთ და მინების საწმენდი სითხე მზადაა. გამოსაყენებლად ვარგისია 12 თვე.

იატაკის საწმენდი ხსნარი

საშუალება, რომლის წყალობითაც თქვენს სახლში იატაკი სისუფთავისგან იბრწყინებს, უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 5 ლ
  • ძმარი 50 მლ
  • მარილი 2 ს. კ.
  • სასიამოვნო სურნელისთვის შეგიძლიათ დაამატოთ 10 წვეთი ლიმონის ან პიტნის ეთერზეთი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ხელნაკეთი ხსნარიც მზად არის.

მოამზადეთ ეკოლოგიურად სუფთა, ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალებები, რომლებიც კომერციულ საწმენდებზე არანაკლებ ეფექტურია.