დაღლილობა, ზედმეტი წლები, ნაოჭები და ლაქები სახიდან რომ ჩამოირეცხოთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშინაო ნიღაბი

სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივი, ეფექტური, ყველასთვის ხელმისაწვდომი ნიღაბის რეცეპტს, რომლის  დახმარებითაც შეძლებთ კანის პრობლემების მოგვარებას.

ნიღაბის მთავარი ინგრედიენტი არის ანისი.

ანისი ბუნებრივი სანელებელია, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ, წმენდს და აახალგაზრდავებს კანს. დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ვარსკვლავური ანისი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ანისი 3 ს. კ.
  • ½ ს. კ. წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, თუ დაბლენდერება გაგიჭირდათ, შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ ცოტა წყალი, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა.
  2. ნიღაბი შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი შეგიძლიათ 3-4 დღით შეინახოთ მაცივარში. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს. სასურველ შედეგს ერთი თვის შემდეგ შეამჩნევთ.

ერთი თვის შემდეგ ნიღაბი გაიკეთეთ დღეგამოშვებით. გაითვალისწინეთ მოცეული რჩევა, გამოიყენეთ უმარტივესი ბუნებრივი საშუალება და შედეგით ისიამოვნეთ!