30 წუთიანი მარტივი მასაჟი ცელულიტის მოსაშორებლად და კანის დასაჭიმად.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს ცელულიტების მოშორების იდეალური მეთოდები, რადგან მათ სურთ ლამაზი სხეულის ფორმების ქონა. ამ პრობლემის მოგვარებაში ეს 30 წუთიანი უნიკალური მასაჟი დაგეხმარებათ

დაგჭირდებათ:

  • ფუნჯი
  • ტანის სკრაბი დიდი გრანულებით
  • ტანის ზეთი
  • სილიკონის ჭიქა

იყავით ფრთხილად, მასაჟმა არ უნდა დატოვოს დაზიანებები კანზე. მოერიდეთ ისეთ არეებს, როგორიცაა მუხლის უკანა ნაწილი და ბარძაყების შიდა მხარე.

პირველი ვარიანტი:

წაისვით სკრაბი მშრალ კანზე ფეხიდან ზედა მიმართულებით


დაიჩხმიტეთ თითებით კანი მსუბუქად, 10 წუთის განმავლობაშიწაისვით ზეთი და დაიმასაჟეთ კანი ქვევიდან ზევით სილიკონის ჭიქის წრიული მოძრაობების საშუალებით


ჭიქით გაკეთებული მასაჟის შემდეგ გაიმეორეთ მეორე ნაბიჯი თითებით.

შეასრულეთ ეს პროცედურა კვირაში სამჯერ, თითოეულ ზონაში 10 წუთით.

მეორე ვარიანტი

ეს მეთოდი ექსპრეს მასაჟის გაკეთებას გასწავლით, რომლის დროსაც რეგულარობაა მთავარი.

შხაპის მიღების წინ დაიმასაჟეთ კანი მშრალი ფუნჯით. ყველა მოძრაობა უნდა იყოს ინტენსიური. ამოძრავეთ ფუნჯი საათის ისრის მიმართულებით ფეხებიდან მაღლა მიმავალი მიმართულებით.
შხაპის მიღების შემდეგ წაისვით კანზე ზეთი და დაიზილეთ თითებით პრობლემური არეები, ნაზი ჩქმეტის მსგავსი მოძრაობებით.