ფხვიერი ცომის მარტივი რეცეპტი. ნებისმიერი ნაცხობი ძალიან გემრიელი და არომატული გამოგივათ

0
3

შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომის რეცეპტს. გემრიელი და არომატული ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი ფორმის ფხვიერი ორცხობილები.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 150 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • ცივი წყალი 3-4 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და ხელით მსუბუქად აურიეთ.
  2. დაამატეთ კვერცხის გული და ცივი წყალი. სასურველია,  დაამატოთ 1 ჩ. კ. არაყი და მოზილეთ ცომი.
  3. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გააბრტყელეთ თხელ ფენად და დაჭერით თქვენთვის სასურველი ფორმებით.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

მოცემული რეცეპტის მიხედვით, მომზადებული ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ საშობაო ორცხობილებიც და მორთოთ თქვენი ფანტაზიით.

გემრიელად მიირთვით!