
შემოგთავაზებთ ყველაზე წვნიანი და ფუმფულა ბელიაშის რეცეპტს, რომელიც გმოდის იმდენად გემრიელი, რომ მას კიდევ ბევრჯერ მოამზადებთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 3,5-4 ჩ. ჭ. ფქვილი, 360 მლ წყალი ან რძე, 2 ს. კ. შაქარი, 1 ჩ. კ. მარილი, 1,5 ჩ. კ. საფუარი, 2 ს. კ. ზეთი, 1 ცალი კვერცხის ცილა.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის: 500 გრ გატარებული ღორის ხორცი, 2 თავი ხახვი, მარილი და შავი პიმპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: პირველ რიგში, ზელთ ცომს. თბილ რძეში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი, ზეთი, ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი დადგით სითბოში, გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ აფუებას.
იწყებთ შიგთავსის მომზადებას: ხახვი წვრილად დაჭერით. ცოტა ზეთში მოთუშეთ საჭირო ხახვის ნახევარი. გატარებულ ხორცს დაამატეთ მოთუშული ხახვიც და უმიც, შეაზავეთ მარილით, პიმპილით, დაამატეთ ცოტა წყალი, რადგან მასა წვნიანი უნდა იყოს, და კარგად აურიეთ.
მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ ცომი და გააბრტყელეთ თხელ ფენად. შემდეგ ამოჭერით 6-8 სმ დიამეტრის წრეები. მომზადებული წრეების შუაში ჩადეთ სუფრის კოვზამდე ხორცის მასა, ხოლო ცომის კიდეებზე შეაზილეთ ცილა, გადააფარეთ ცომის მეორე ნაწილი, ფენები მჭიდროდ შეაერთეთ, მოამრგვალეთ და გადმოიტანეთ საცხობ ფორმაზე, გადააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 175 გრადუს ტემპერატურსზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20 წუთი.
თუ თქვენ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შეწვათ. შესაწვავად დაგჭირდებათ 150-200 მლ ზეთი. მე უპირატესობას გამომცხვარს ვანიჭებ. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მზა ბელიაშები ჩააწყვეთ ქვაბში, დაახურეთ თავსახური ან გადააფრეთ ტილო. მოამზადეთ გემრიელი, ფუმფულა, წვნიანი ბელიაში და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.