ვენების ვარიკოზი გაწუხებთ? პრობლემის ატანა გამოსავალი არ არის

ვენების ვარიკოზული დაავადება არის კანქვეშა ზედაპირული ვენების გაგანიერება. დაავადების განვითარება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა, ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურებში.

გარდა ვიზუალური დისკომფორტისა, დაავადებას ახლავს ტკივილი, ქვემო კიდურების შეშუპება, ქავილი, წვის უსიამოვნო შეგრძნება და სხვა.

ვარიკოზული ვენები იწვევს გულში სისხლის ნაკადის დაქვეითებას და ვენებში სისხლის დაგროვებას.

დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია: ვენების შიგნით მდებარე სარქველების დაზიანება და გენეტიკური ფაქტორები. სარქველების დაზიანების მიზეზი კი შეიძლება იყოს:

  • ორსულობა
  • ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა
  • ჭარბი წონა
  • ტრამვები
  • დიდი ხნის მანძილზე ჯდომა ან დგომა

შემოგთავაზებთ ორი ბუნებრივი ინგრედიენტის კომბინაციით მომზადებული ხელნაკეთი სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომელიც დაგიამებთ ტკივილს, მოგიხსნით ქავილს, წვის შეგრძნებას, შეშუპებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თხის რძე 1 ჩ. ჭ.
  • საბავშვო საპნის მეოთხედი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ თბილი რძე და მოურიეთ. სამკურნალო ნარევი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
  2. შეგიძლიათ მოამზადოთ მეტი რაოდენობის და შედოთ  საყინულეში.
  3.  ნარევი დღეში 3-ჯერ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.

გარდა ამისა, ვარიკოზული ვენების წარმატებული მკურნალობა ცხოვრების წესის ცვლილების გარეშე შეუძლებელია. ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ თერაპიული ვარჯიშები,  გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!