ნატურალური მალამო, რომელიც ვენების ვარიკოზის მკურნალობაში ძალიან დამეხმარა

ზოგჯერ ხელმისაწვდომი და იაფი კომპონენტებით გაჯერებული უმარტივესი რეცეპტები ძვირადღირებული ბრენდული წამლების დონეზე ახდენს თერაპიულ ეფექტს.

ცხადია, ვერც ერთი ხალხური რეცეპტი ვერ შეცვლის ექიმის რეკომენდაციებს, მაგრამ თუ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რატომ არ უნდა ვცადოთ წინაპრების მრავალჯერ ნაცადი  უებარი მალამოები? მათ ხშირად წამლებიც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენზე ბევრად ჯანმრთელები იყვნენ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ჯადოსნური მალამოს რეცეპტს ვარიკოზული ვენებისთვის, რომელიც ხალხური მედიცინის საგანძურიდან არის.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ღორის ქონი
  • ალოეს წვენი
  • თაფლი
  • ვიშნევსკის მალამო
  • იხტიოლი
  • თხევადი სარეცხი საპონი
  • ხახვის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ მოცემული ინგრედიენტები 1 სუფრის კოვზის ოდენობით და მოათავსეთ პატარა ქვაბში, აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. შემდეგ გააციეთ, მალამო დაიტანეთ დაზიანებულ ფეხებზე, ფრთხილად შეიზილეთ,  სუფთა ქსოვილი დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ. შეგიძლიათ მთელი დღე ასე იაროთ და ღამითაც დაიტოვოთ. მეორე დღეს ახალი საფენი გაიკეთეთ.
  3. მკურნალობის ხანგრძლივობა მალამოს ამოწურვამდე.

შეიძლება ძნელად დასაჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მალამოს წყალობით ჩემმა მეგობარმა შეძლო ვარიკოზისგან და ფეხებზე არსებული წყლულებისგან განკურნება.

გირჩევთ, მოამზადოთ სასწაული მალამო და თვითონ დარწმუნდეთ მის ეფექტურობაში.

ის მართლაც საოცრებაა!