10 სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში რკინის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ

ორგანიზმში რკინის ნაკლებობა შეიძლება მცირე დისკომფორტის მიზეზს წარმოადგენდეს თავიდან, თუმცა შემდეგ სიკვდილის მიზეზად გადაიქცეს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი იცნობდეთ იმ სიმპტომებს, რომელიც ამ პრობლემის არსებობაზე მიგანიშნებთ:

1. უჩვეულო დაღლილობა

დაღლილობა ნორმალური მცნებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა თუ მასთან ერთად სისუსტეს, კონცენტრაციის სირთულეს და პროდუქტიულობის ნაკლებობასაც განიცდით, მაშინ ეს რკინის ნაკლებობის ნიშანია.

2. ფერმკრთალი კანი

კანის ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაზე სისხლში არსებული ჰემოგლობინი ახდენს გავლენას. რკინის დანაკლისის შემთხვევაში ორგანიზმს საკმარისი ჰემოგლობინის წარმოების პრობლემა ექმნება.

​3. სუნთქვის უკმარისობა და მკერდის ტკივილი

რკინის ნაკლებობის გამო ჰემოგლობინის დანაკლისი ასევე ორგანიზმში ჟანგბადის თანაბრად გადანაწილებასაც უშლის ხელს, რის გამოც სუნთქვის უკმარისობამ და მკერდის ტკივილებმა შეიძლება შეგაწუხოთ.

4. თავბრუსხვევა და თავის ტკივილები

რკინის დანაკლისის გამო ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება, რის გამოც სისხლის ვენები შეშუპებას იწყებს და იზრდება წნევა. სწორედ ეს იწვევს თავის ტკივილების და შაკიკის გაჩენნას. ასევე ჟანგბადის ნაკლებობა თაბრუსხვევის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.

5. გულის პალპიტაციები

ჰემოგლობინის დაბალი დონის გამო გულს უფრო ძლიერად უწევს მუშაობა მთელი ორგანიზმის ჟანგბადით მოსამარაგებლად. სწორედ ეს იწვევს გულის პალპიტაციებს, ანუ გულისცემის რეგულარულობის დარღვევას.

6. თმის და კანის დაზიანება

თმაზე და კანზე ზრუნვა ჩვენი ორგანიზმისთვის მეორად ფუნქციად ითვლება და იგი ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში სხეულის სხვა ორგანოებზე და ქსოვილებზე უფრო მეტად ზრუნავს. სწორედ ამიტომ იწვევს რკინის ნაკლებობა თმის და კანის გამოშრობას და დაზიანებას.

7. პირის და ენის დასიება

ჩვენ ორგანიზმში არსებობს ცილა სახელად მიოგლობინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ჟანგბადს და რკინას. იგი ენის კუნთების ქსოვილებში გვხვდება და მისი დანაკლისი ენის გაუხეშებას, ელასტიურობის დაკარგვას და შეშუპებას იწვევს. რკინის დანაკლისს ასევე პირის გამოშრობის, კუთხეების დაბზარვის და წყლულების გაჩენის გამოწვევაც შეუძლია.

8. სუსტი ფრჩხილები

სუსტი ფრჩხილები რკინის დანაკლისის პრობლემის იშვიათი სიმპტომია და პრობლემის გართულების შემდეგ ჩნდება. ასეთ დროს ფრჩხილები უფრო თხელდება, კარგავს ელასტიურობას და მარტივად ტყდება.

9. ფეხების კანკალი

რკინის დონის დაწევა დოფამინის დონის დაწევას იწვევს. ეს ქიმიკატი ტვინის მიერ მოძრაობის გაკონტროლებისთვის აუცილებელია, რის გამოც მისი დანაკლისი ფეხების უკონტროლო გამოძრავების მიზეზი შეიძლება გახდეს.

10. მუცლის ტკივილი და სისხლი შარდში

რკინის დანაკლისი სისხლის წითელი უჯრედების დაშლას იწვევს მათში არსებული რკინის გამოსაყოფად, რაც შემდეგ შარდში იკარგება. ეს ხშირად მოსდით იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან ინტენსიური ვარჯიშებით.