კვების პროდუქტების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 40 წლის შემდეგ, ორგანიზმში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები შესაძლებელია მრავალი პროდუქტით გამოვასწოროთ. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ პროდუქტების გამოყენება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ორგანოების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, არამედ გააახალგაზრდავებს მათ.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ 40 წლის შემდეგ ვჭამოთ თევზი. მათი თქმით, თევზი უნდა იყოს ცხიმიანი, რადგან ის მდიდარია პროტეინებითა და ვიტამინებით, როგორიცაა ვიტამინი D, ომეგა-3, და ასევე ის შეიცავს ბევრ მჟავას. ექსპერტების აზრით, ის ამცირებს გულის და სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების რისკს.
ამ ასაკის ადამიანებისთვის ასევე, ძალიან სასარგებლოა მოცვი. ეს კენკრა შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს, მაგალითად K და C. მოცვი აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას.
პომიდორი შეგიძლიათ მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით. ის მდიდარია ვიტამინებით: S, A და E.
40 წლის ადამიანებისთვის ასევე სასარგებლოა ბროკოლი. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს, მათ შორის C და A-ს. მას აქვს მდიდარი უჯრედი, ფოსფორი და ფოლიუმის მჟავა.
ასევე, კარგია ტკბილი კარტოფილი, რომლებსაც ბოდიბილდერები აქტიურად იყენებენ და ასევე, უამრავი დიეტის შემადგენელი ნაწილია.