
რა უნდა გააკეთოთ თუ ძალიან გცვივათ თმა?
ცხოვრების წესი, სტრესები, არასწორი კვება, მზის სხივები, ქარი, წვიმა-ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. ვის ფრჩხილები ემტვრევა, ვის კანის ანთება აქვს, ვის თმა ცვივა. ხშირად ამას იწვევს უხარისხო თმის საღებავი ან წყალი, რომლითაც თმის დაბანვა გიწევთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო უძველესი ნიღაბის რეცეპტს, რომლის გამოყენების შემდეგ თმის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, გაგიხდებათ სქელი და აბრეშუმისებრი.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თალგამის ზეთი 1 ს. კ.
- ქაფურის ზეთი 1 ს. კ.
- ვიტამინი A (კაფსულებში არა) თხევადი 1 ს. კ.
- ნუშის ზეთი ან ყურძნის წიპწების, ან ოხრახუშის 1 ს. კ.
- დიმექსიდი 1 ამპულა
- ვიტამინი B2 ამაპულა
მომზადდებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დადგით ორთქლის აბაზანაზე და გააცხელეთ, მაგრამ დიდხანს არ გააჩეროთ ცეცხლზე. მხრებზე დაიდეთ პირსახოცი ან ქსოვილი, რომელიც არ გენანებათ.
- მომზადებული მასა თავის კანზე წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ, პარკი ჩამოიცვით, შემოიხვიეთ თბილი შარფი და გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათი. პროცედურის ბოლოს კარგად დაიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მარტივი საქმე არ იქნება, რადგან მასა ზეთოვანია.
კურსი ჩაიტარეთ წელიწადში ერთხელ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ. შეგიძლიათ გაიკეთოთ მეტჯერ, მაგრამ ნაკლები არ შეიძლება.
მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შეგიწყდებათ თმის ცვენა. პირადად მე, როცა სამკურნალო პროცედურების შემდეგ სტილისტთან მივედი, ჩემი თმის მოცულობით მისი გაოცება შევძელი.
ნიღაბს რამდენიმე მინუსიც აქვს. პირველი ის არის, რომ პროცედურას ნახევარი დღე მაინც სჭირდება, მეორე ზეთოვანი ნიღაბის შემდეგ თმა ძნელი დასაბანია, მესამე ნიღაბი აშორებს საღებავს, მეოთხე ალაქავებს სამოსს. მაგრამ ყველა ამ უარყოფით მხარეს გადაწონის ის უპირატესობები, რომლებიც ნიღაბს შედეგად მოჰყვება.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით ნიღაბი და ისიამოვნეთ ლამაზი, სქელი, მბზინვარე თმით, რომელიც ქალბატონების სილამაზის ერთ-ერთი სამკაულია.