როდესაც ღვიძლი საფრთხის წინაშე დგას, ორგანიზმი შესაბამის ნიშნებს გვიგზავნის

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა. თითოეული ადამიანი ვალდებულია, შეინარჩუნოს ღვიძლის ჯანმრთელობა და მისი სწორი ფუნქციონირების ოპტიმალური პირობები. არასოდეს არის გვიანი ღვიძლის დეტოქსიკაცია და ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს დაავადებების პრევენცია.

იხილეთ ქვემოთ მოცემული სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით არის დატვირთული და თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, სწრაფად მიიღეთ ზომები, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

1. წონის აუხსნელი მომატება

როდესაც ღვიძლი დაზიანებულია და აგრეთე ებრძვის ტოქსინებს, რომლებიც მას ყოველ დღე უტევს, წონაში დასაკლებად არ გიშველით კალორიების შემცირება. თუ გსურთ, სასურველი შედეგი მიიღოთ, ჩაიტარეთ ნაწლავებისა და ღვიძლის წმენდა.

2. მუდმივი ალერგია

ანტისხეულები იქმნება ღვიძლში, ყოველ ჯერზე, როდესაც ორგანიზმში ალერგენი შემოდის. მაგრამ თუ ღვიძლი ვერ ასრულებს თავის საქმეს, ან მუშაობს ნელა, მაშინ ეს ალერგენები გროვდება ორგანიზმში. შედეგად კი, შეიძლება იგრძნოთ ალერგიული ქავილი, გამონაყარი კანზე, თავის ტკივილები, ქრინიკული სურდო, ხველა.

3. ქრონიკული დაღლილობა

ქრონიკული დაღლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენს ღვიძლს დახმარება სჭირდება. იგი დატვირთულია ტოქსინებით, რომლებიც არღვევს მთელ იმუნურ სისტემას.

4. ჭარბი ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი

თუ ღვიძლი გადატვირთულია, მისი ტემპერატურა იზრდება. ღვიძლი დიდი ორგანოა, ამიტომ მას შეუძლია გაზარდოს მთელი სხეულის ტემპერატურა. ამის საწინააღმდეგოდ, იმატებს ოფლის გამოყოფა, რომელსაც ახლავს უსიამოვნო სუნი.

5. გამონაყარის გაჩენა

ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინებით. შედეგად, ჩნდება გამონაყარი. ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია კოსმეტიკური საშუალებებით, რადგან ის ღვიძლის პრობლემაა და არა კანის.

6. პირის ღრუს უსიამოვნო სუნი

ეს უსიამოვნო პრობლემა შეიძლება სიპმტომი იყოს იმისა, რომ ღვიძლი ფუნქცია დარღვეულია. ყველაზე მთავარია ექიმთან მისვლა და მიზეზის დადგენა. ყველაზე მიზანშეწონილი იქნება ღვიძლის ფუნქციონირების შეფასება.

თუ თქვენ გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, უარყოფით ემოციებს, განწყობის უმიზეზოდ ცვლილებას ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დისფუნქციის მიზეზი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს და თუ მოცემული სიმპტომები აღგენიშნებათ იზრუნეთ ღვიძლის გაწმენდაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!