მის შემასგენლობაში შედის სამი კომპონენტი, რომელთაც უძლიერესი სამკურნალო თვისებები აქვს, ხოლო მთი კომბინაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი ჩვენი პრობლემის ბუნებრივი გამოსავალია.
ალოე და თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო და მკვებავ ნივთიერებებს, ხოლო ლიმონი უძლიერესი ანტიოქსიდანტი და ორგანიზმის გამწმენდი საშუალებაა.
ალოე ვერა ერთ-ერთი უძლიერესი სამკურნალო მცენარეა, ამიტომ იგი უამრავი დაავადების მკურნალად გვევლინება.
იხილეთ იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა აღმოსაფხვრელად ალოე საუკეთესო დამხმარეა:
- ყაბზობა.
- წყლული.
- გასტრიტი.
- ამცირებს ავთვისებიან სიმსივნეთა პროგრესირებასა და ზრდას.
- ართრიტი.
- ამცირებს ანთებით პროცესებს, განსაკუთრებით კი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
- ასტაბილურებს შაქრის დონეს, ქოლესტერინს, არტერიულ წნევას.
- ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.
- იცავს ორგანიზმს სტრესებისგან.
- აჩქარებს კანზე ჭრილობების შეხორცებას.
- აღადგენს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს.
- ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას.
სამკურნალო სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი ¼ ლ
- ალოე ვერას დიდი ფოთოლი 4 ცალი
- ლიმონი კანიანად 2 ცალი
მომზადების წესები:
ალოეს ფოთლებიდან გამოწურეთ წვენი, შემდეგ ლიმონი გაატარეთ და მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაწურეთ, მინის ქილაში მოათავსეთ და შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესები:
პირველი კვირა მიიღეთ 1 ჩ. კ. დილა-საღამოს ჭამის შემდეგ, ხოლო მომდევნო კვირას-1 ჩ. კ. დილით. აუცილებლად დაისვენეთ 1 კვირა. სამკურნალო პროცედურები გაარძელეთ საჭიროების მიხედვით.
სიროფი უსიამოვნო დასალევია, მაგრამ გააზავეთ ცოტა წყალში ან წვენში და დალიეთ ბოლომდე.
გამოიყენეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.